18-05-2017, 19:30
2017 წლის 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
19-04-2017, 16:28
2017 წლის 19 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დაარსების ოცი წლისთავთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა თემაზე – „ადამიანის უფლებათა მრავალმანდატიანი ეროვნული ინსტიტუტების ევოლუცია და გამოწვევები“ გამართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდა და მონაწილეობას იღებდა ა(ა)იპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ გამგეობის წევრი - ტატო ირემაძე.
13-04-2017, 16:19
13 აპრილს აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის (Georgian Eastern Partnership National Platform) საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო (ICDI) ცენტრი მიღებულ იქნა საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრ ორგანიზაციად.
11-04-2017, 21:30
11 აპრილს ა(ა)იპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ თავმჯდომარე-მერი კაპანაძე და გამგეობის წევრი - დავით მსახურაძე სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში“ - ამ სახელწოდების კრებულის პრეზენტაციას დაესწრნენ. კრებული დამოუკიდებელი საქართველოს პირველ დემოკრატიულ
2-04-2017, 09:30
მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ICDI-ის თავმჯდომარე მერი კაპანაძე და გამგეობის წევრები ტატო ირემაძე და დავით მსახურაძე სომხეთის დედაქალაქ ერევანში იმყოფებიან.
31-03-2017, 18:30
31 მარტს„დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ (ICDI) გამგეობის წევრი, ტატო ირემაძე, რელიგიური, ეთნიკური უმცირესობების და ქალთა უფლებების მდგომარეობის შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაციას დაესწრო.
21-03-2017, 19:30
21 მარტიდან „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ (ICDI) დამკვირვებლები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობას დააკვირდებიან.
17-03-2017, 18:30
„დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ (ICDI) ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არსებული ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრია.
14-03-2017, 19:00
14 მარტს ICDI-ის გამგეობის წევრმა ტატო ირემაძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში ,,დისტანციური სწავლება საქართველოში“, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა.
12-03-2017, 20:00
ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, შეშფოთებას გამოვთქვამთ ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მარტს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და მივიჩნევთ, რომ აღნიშნული არჩევნები უკანონოა, ხოლო მის შედეგებს არ ძალუძს არსებითი ცვლილებები შეიტანოს ლეგიტიმურ პოლიტიკურ სივრცეში, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.