მონიტორინგი საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე » ICDI.GE

მონიტორინგი საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე

ავტორი icdi, 21-03-2017, 19:30 | კატეგორია სიახლეები




 

21 მარტიდან დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის (ICDI) დამკვირვებლები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობას დააკვირდებიან.

სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რაოდენობამ სულ შეადგინა –2768 (ქალი - 1923, კაცი - 845) საგამოცდო პროცესი 19 აპრილს დასრულდება.

27 თებერვლიდან 13 მარტის ჩათვლით ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო სასერტიფიკაციო გამოცდაზე ელექტრონული ფორმით დარეგისტრირება. საარჩევნო ადმინისტრაციის ვებ-გვერდებზე განთავსდა საგამოცდო ტესტები.

სერტიფიცირება ტარდება ელექტრონულ რეჟიმში. გამოცდის ხანგრძლივობა ერთ საათს შეადგენს. თითოეული გამოსაცდელისთვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 30 საგამოცდო ტესტი შეირჩევა. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 24 ქულა. გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში გამოსაცდელს ადგილზე გადაეცემა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160