საქართველოში სახალხო დამცველის აპარატის დაარსების 20 წლის იუბილე
2017 წლის 19 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დაარსების ოცი წლისთავთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა თემაზე – „ადამიანის უფლებათა მრავალმანდატიანი ეროვნული ინსტიტუტების ევოლუცია და გამოწვევები“ გამართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდა და მონაწილეობას იღებდა ა(ა)იპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ გამგეობის წევრი - ტატო ირემაძე.
კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნების ომბუდსმენებმა, ადამიანის უფლებათა დამცველებმა, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე პარლამენტის წევრებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა ადამიანის უფლებათა მრავალმანდატიან ინსტიტუტებთან დაკავშირებული გამოწვევები, არსებული მდგომარეობა და წარმატებები განიხილეს. ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების წარმომადგენლებმა საკუთარი ქვეყნების გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა წარმოადგინეს.
ნახვები 1 362
