არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება » ICDI.GE

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

ავტორი icdi, 12-03-2017, 20:00 | კატეგორია სიახლეები / განცხადებები


ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, შეშფოთებას გამოვთქვამთ ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მარტს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და მივიჩნევთ, რომ აღნიშნული არჩევნები უკანონოა, ხოლო მის შედეგებს არ ძალუძს არსებითი ცვლილებები შეიტანოს ლეგიტიმურ პოლიტიკურ სივრცეში, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ ვიდრე აფხაზეთიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ ათასობით ადამიანს არ მიეცემა შესაძლებლობა დაუბრუნდეს საკუთარ სახლკარს და მონაწილეობა მიიღოს რეგიონის სოციოეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ნებისმიერი პროცესი, მათ შორის არჩევნები, მოკლებული იქნება კანონიერ საფუძვლებს და ვერ განსაზღვრავს აფხაზეთის რეგიონისა და მისი მოსახლეობის მომავალს.

ჩვენ, ქვემორე ხელმომწერ ორგანიზაციებს მტკიცედ გვწამს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ადეკვატურ შეფასებას მისცემს ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ ე.წ.საპარლამენტო არჩევნებს, როგორც დეფაქტო რეჟიმის მიერ ეთნიკური წმენდის შედეგების ლეგიტიმაციის კიდევ ერთ მცდელობას და არ სცნობს ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობას და შედეგებს.
ასევე, მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიერონ ძალისხმევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დევნილების
უპირობო და ღირსეული დაბრუნებისათვის საკუთარ სახლებში.მიგვაჩნია,რომ არსებული სტატუსკვო კიდევ უფრო ამძიმებს როგორც დევნილთა, ისე აფხაზეთის რეგიონში ამჟამად მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას, სადაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით,ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მძიმე მდგომარეობაა.
ვეთანხმებით დაუერთდებით:
საზოგადოებრივი დამცველი
სამოქალაქო მოძრაობამრავალეროვანი საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია(საია)
სამცხე ჯავახეთის რეგიონალური ასოციაცია„ტოლერანტი“
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
საქართველოს რეფორმების ასოციაცია(GღAშშ)
სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო
სტუდია „რე“
დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი(IჩDI)
მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია;
თავისუფალი არჩევანი
რონდელის ფონდი
რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
ფონდი "კავკასიისეკოლოგია"
ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის
იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი"სპექტრი"
სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი
ასოციაცია"ქალი და ბიზნესი"
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
"ჯუნიორეჩივმენტ“ საქართველო
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი(IDFI)
ცენტრი "ემპათია"
გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი
ადამიანის უფლებათაცენტრი(HღIDჩ)
რეპატრიანტთა კავშირი
საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრი
ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისათვის
ასოციაცია "სკოლა-ოჯახი-საზოგადოება"
ასოციაცია ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის
მეგობრობის ხიდიქართლოსი
ენერგოეფექტურობის ცენტრი
ფერმერთა უფლებებისდაცვისასოციაცია
ანალიტიკური ცენტრი მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
ჩაისმწარმოებელთა ასოციაცია
ასოციაცია "მერკური"
ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება
კვლევების ტექნოლოგიების და ინოვაციების ხელშემწყობი საერთაშორისო ცენტრი
ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭო
„ადგილის დედა“
ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი
ასოციაცია "იმედი"დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160