აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში გაწევრიანება » ICDI.GE

აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში გაწევრიანება

ავტორი icdi, 13-04-2017, 16:19 | კატეგორია სიახლეები



13 აპრილს აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის (Georgian Eastern Partnership National Platform) საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო (ICDI) ცენტრი მიღებულ იქნა საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრ ორგანიზაციად. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი საქართველოს ეროვნული პლატფორმა არის საქართველოში რეგისტრირებული ადგილობრივი და საერთაშორისო არაკომერციული იურიდიული პირების..., გაერთიანება, რომლებიც მიზნად ისახავენ ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ სამეზობლოში ინიცირებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიზნების ხელშეწყობას და რეალიზაციას.
 სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქმიანობა მოიცავს აღმოსავლეთის პარტნიორობის ხუთ თემატურ პლატფორმას და, შესაბამისად, ხუთ სამუშაო ჯგუფს:
 1) დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კარგი მმართველობა და სტაბილურობა
 2) ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრა;
 3) გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება და ენერგოუსაფრთხოება;
 4) ხალხთაშორისი კავშირების წახალისება.
 5) სოციალური დიალოგი

 ცენტრი მუშაობას განაგრძობს აღმოსავლეთ პარტნიორობის  სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის N1 (დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეფექტური მმართველობა და სტაბილურობა) და N4  (ადამიანებს შორის კონტაქტი) სამუშაო ჯგუფებში.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160