ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
„დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ (ICDI) ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არსებული ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრია. სამუშაო ჯგუფის განახლებული შემადგენლობის პირველი შეკრება ცესკოში 17 მარტს გაიმართა, რომელსაც ცენტრის თავმჯდომარე მერი კაპანაძე დაესწრო.
სამუშაო ჯგუფი ცესკოში 2012 წლიდან მუშაობს და მისი მიზანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ამომრჩევლებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნაა.
წელს აღნიშნული ჯგუფი გაფართოვდა და მის შემადგენლობაში ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების, ცესკოს სწავლების ცენტრის, სახალხო დამცველის ოფისის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.
ნახვები 1 314
