ICDI-ის წარმომადგენლები სომხეთში საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებიან
მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ICDI-ის თავმჯდომარე მერი კაპანაძე და გამგეობის წევრები ტატო ირემაძე და დავით მსახურაძე სომხეთის დედაქალაქ ერევანში იმყოფებიან.
საპარლამენტო არჩევნებზე სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება „საერთაშორისო გამჭვირვალობა სომხეთისა“ Թրանսփարենսի Ինթերնեշնլ Հայաստան - Transparency International Armenia და "მრავალეროვან საქართველოს" პარტნიორობით, პრ...ოექტის "ხელი შეეწყოს სომხეთში 2017 წლის 2 აპრილს საპარლამენტო არჩევნების თავისუფალად და სამართლიანად ჩატარებას მაღალი ხარისხისა და მიუკერძოებელი არჩევნების დღის მონიტორინგის პროგრამის განხორციელებით, საქართელოდან მოკლევადიანი დამკვირვებლების ჩართვის საშუალებით" ფარგლებში.
სამონიტორინგო პროგრამის ფარგლებში, 150 (120 საუბნო და 30 მობილური ჯგუფის) მოკლევადიანი დამკვირვებელი, დააკვირდება არჩევნების დღის მიმდინარეობის პროცესს, წინასწარ შერჩეულ საარჩევნო უბნებზე, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
არჩევნების სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს Embassy of the Netherlands in Georgia ფინანსური ხელშეწყობით.
არჩევნების მონიტორინგის პროცესის მსვლელობისას დამკვირვებლები იმოქმედებენ სომხეთში ახლად დანერგილი საარჩევნო სისტემის შესაბამისად.
ნახვები 1 280
