კონფერენცია - ,,დისტანციური სწავლება საქართველოში“ » ICDI.GE

კონფერენცია - ,,დისტანციური სწავლება საქართველოში“

ავტორი icdi, 14-03-2017, 19:00 | კატეგორია სიახლეები



14 მარტს ICDI-ის გამგეობის წევრმა ტატო ირემაძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში ,,დისტანციური სწავლება საქართველოში“, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა.


კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ: ევროკავშირის წარმომადგენლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენლები, დონორი, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, აკადემიური და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წევრები.

შეხვედრის განმავლობაში, გაიმართა მოხსენებები/პრეზენტაციები და აქცენტი გაკეთდა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიც არის: „დისტანციური განათლების ახალი გამოწვევები“; „ელექტრონული სწავლების ბაზრის გამოწვევები და საუკეთესო გამოცდილება“; „ელექტრონული სწავლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ და სხვ. 

თემები წარმოადგინეს, როგორც ადგილობრივმა მკვლევრებმა, რომლებიც მოცემულ საკითხებზე მუშაობენ, ასევე საკუთარი ხედვები და გამოცდილება 

აუდიტორიას გაუზიარეს, უცხოელმა მეცნიერებმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160