ICDI სტუმრად სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
11 აპრილს ა(ა)იპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ თავმჯდომარე-მერი კაპანაძე და გამგეობის წევრი - დავით მსახურაძე სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში“ - ამ სახელწოდების კრებულის პრეზენტაციას დაესწრნენ. კრებული დამოუკიდებელი საქართველოს პირველ დემოკრატიულ არჩევნებს ეძღვნება და მასში 1919 წლის საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნების შესახებ არსებული ინფორმაცია და დოკუმენტური მასალაა ასახული.
ნახვები 1 291