16-08-2018, 15:36
„დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის" (ICDI) ინფორმაციით, საარჩევნოდ შექმნილი უწყებათაშორისი კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საჯარო მოსამსახურეებმა საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები პრეზიდენტის მიერ არჩევნების თარიღის დანიშვნიდან დაიცვან და საკუთარი პროფესიული საქმიანობა საარჩევნო პოლიტიკური პროცესებისგან მაქსიმალურად გამიჯნონ.
16-08-2018, 15:35
ICDI -ის ინიციატივის საფუძველზე საპრეზიდენტო კანდიდატთა რეგისტრაციის წესი დაზუსტდა. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ICDI-ის მიერ წარდგენილი ინიციატივა განიხილა და დადგენილება მიიღო, რომელშიც გაზიარებულია სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა პარტიების მიერ საპრეზიდენტო კანდიდატის რეგისტრაციის წესის დაზუსტებასთან დაკავშირებით.
16-08-2018, 15:33
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მესამე სხდომა გამართა უწყებათაშორისმა კომისიამ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის მესამე სხდომა გამართა. სხდომას უძღვებოდა შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი. ღონისძიებას ესწრებოდნენ კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო