ICDI-ის ინფორმაციით, უწყებათაშორისმა კომისიამ მათ მიერ წარდგენილი ინიციატივების საფუძველზე საჯარო მოსამსახურეების მიმართ რეკომენდაციები შეიმუშავა
„დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის" (ICDI) ინფორმაციით, საარჩევნოდ შექმნილი უწყებათაშორისი კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საჯარო მოსამსახურეებმა საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები პრეზიდენტის მიერ არჩევნების თარიღის დანიშვნიდან დაიცვან და საკუთარი პროფესიული საქმიანობა საარჩევნო პოლიტიკური პროცესებისგან მაქსიმალურად გამიჯნონ.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უწყებათაშორისმა კომისიამ ICDI-ის მიერ წარდგენილი ინიციატივები განიხილა და შეიმუშავა რეკომენდაცია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საჯარო მოსამსახურეების მიმართ.
„დაადგინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ “საარჩევნო კოდექსის” 45-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების კონკრეტული პერიოდი, კერძოდ, წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, საჯარო მოსამსახურეებმა უფრო მაღალი სტანდარტის დამკვიდრების მიზნით, პრეზიდენტის მიერ არჩევნების თარიღის დანიშვნიდან დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მაქსიმალურად გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა საარჩევნო პოლიტიკური პროცესებისგან“
ნახვები 773