ICDI -ის ინიციატივის საფუძველზე საპრეზიდენტო კანდიდატთა რეგისტრაციის წესი დაზუსტდა » ICDI.GE

ICDI -ის ინიციატივის საფუძველზე საპრეზიდენტო კანდიდატთა რეგისტრაციის წესი დაზუსტდა

ავტორი icdi, 16-08-2018, 15:35 | კატეგორია ---

 


ICDI -ის ინიციატივის საფუძველზე საპრეზიდენტო კანდიდატთა რეგისტრაციის წესი დაზუსტდა. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ICDI-ის მიერ წარდგენილი ინიციატივა განიხილა და დადგენილება მიიღო, რომელშიც გაზიარებულია სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა პარტიების მიერ საპრეზიდენტო კანდიდატის რეგისტრაციის წესის დაზუსტებასთან დაკავშირებით. 

მათივე ცნობით, ცესკომ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტობის თითო კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ პარტიებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ ცესკოში საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის, ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის, მათ შორის ასევე იმ პარტიებს, რომლებსაც ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით გაუუქმდათ რეგისტრაცია. გარდა იმ შემთხვევებისა თუ ეს რეგისტრაცია არ გაუქმებულა სასამართლოს მიერ პარტიის აკრძალვის ან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტის დადგენის გამო.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160