ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობების ინდექსის კვლევის შესახებ
5 დეკემბერს, თბილისის სასტუმრო Holiday Inn-ში გაიმართა ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობების ინდექსის კვლევის შესახებ, რომელსაც ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ გამგეობის წევრი ტარიელ ირემაძე.
ღონისძიება გახსნეს ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა - ქეთი ხუციშვილმა, ქალაქ თბილისის მერმა - კახა კალაძემ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - ირაკლი კობახიძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი სწავლობს და აფასებს საქართველოს მუნიციპალური ხელისუფლების გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს.
ინდექსის პლატფორმა შეიქმნა პროექტის - „ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობებისათვის - მუნიციპალიტეტებში გამჭირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ეროვნული შეფასება“ - ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრისა (CTC) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) მიერ, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით.
ნახვები 1 092
