პროექტის - ,,მე ვირჩევ!'' - საჯარო ანგარიშის წარდგენა
დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრმა (ICDI) 18 ნოემბერს, 2017 წლის 31 მაისს სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, როგორც გამარჯვებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, განხორციელებულ პროექტთან - ,,მე ვირჩევ!“ - დაკავშირებით საჯარო ანგარიში წარადგინა.
პროექტი მიზნად ისახავდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ამომრჩეველთა სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას იმერეთის 6 თვითმმართველ ერთეულში (ზესტაფონი, ხარაგაული, საჩხერე, ჭიათურა, ტყიბული და თერჯოლა).
დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი მომავალში კვლავ გეგმავს იმ სახის პროექტების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობაში საარჩევნო კულტურის განვითარებას.
ნახვები 1 023