12 ნოემბრის მეორე ტურის შეფასება
დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი 12 ნოემბრის მეორე ტურის საარჩევნო პროცესებს აფასებს: 12 ნოემბერს საარჩევნო პროცესი წარიმართა მშვიდ გარემოსა და კანონმდებლობის დაცვით. არ დაფიქსირებულა არსებითი ხასიათის გადაცდომები, რომლებიც გავლენას იქონიებდა კენჭისყრის პროცედურის წარმართვასა და შედეგებზე. საარჩევნო უბნებზე გარკვეულ ხარვეზებზე დამკვირვებლების მითითების საფუძველზე, საარჩევნო კომისიების მხრიდან, მყისიერად ხდებოდა რეაგირება, რაც დადებით შეფასებას იმსახურებს.
პოზიტიურად შეიძლება მივიჩნიოთ, საარჩევნო პროცესებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა რაოდენობა და მობილიზება, თუმცა შეიმჩნეოდნენ დამკვირვებლები, რომლებიც არ იყვნენ ინფორმირებულნი, თუ რომელ დამკვირვებელ ორგანიზაციას წარმოადგენდნენ, რაც მათ უბანზე ყოფნის მიზანს ბუნდოვანს ხდიდა.
თუმცა, ICDI დადებითად აფასებს 12 ნოემბრის კენჭისყრის პროცესებს და მიიჩნევს, რომ არჩევნები დემოკრატიულ ჩარჩოებში ჩატარდა.
ნახვები 1 068