ICDI-ის დამკვირვებლები მეორე ტურს აკვირდებიან » ICDI.GE

ICDI-ის დამკვირვებლები მეორე ტურს აკვირდებიან

ავტორი icdi, 12-11-2017, 20:03 | კატეგორია სიახლეები / განცხადებები

დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი (ICDI) 12 ნოემბერს აკვირდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს. ICDI-ის დამკვირვებლები საარჩევნო უბნების გახსნის მომენტიდან აკვირდებიან კენჭისყრის პროცედურებს; დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საარჩევნო უბნები გაიხსნა დროულად, წილისყრის პროცედურა წარიმართა კანონმდებლობის შესაბამისად და ხარვეზების გარეშე, გარდა ამისა ამომრჩეველთა რეგისტრაცია, ბიულეტენების გაცემის წესი და ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს კანონის დაცვით. უბნებზე შეიმჩნევა სიმშვიდე და ჯეროვნად ფუნქციების განხორციელება როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან.

ICDI აგრძელებს საარჩევნო პროცესების დაკვირვებას და დღის ბოლოს შემოგთავაზებთ კენჭისყრის დღის მიმდინარეობის სრულ შეფასებას.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160