უწყებათაშორისი კომისიის სხდომა
2017 წლის 6 ნოემბერს უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრიც ესწრებოდა. კომისიაზე განიხილეს:მთავარი პროკურატურის ანგარიში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ( 47 საქმეზე დაიწყო გამოძიება. მათ შორის: ქვემო ქართლის რეგიონში − 7 საქმეზე, შიდა ქართლში − 3 საქმეზე, დასავლეთ საქართველოში − 4 საქმეზე, აჭარაში − 5 საქმეზე, სამეგრელოში − 2 საქმეზე, თბილისში − 21 საქმეზე, კახეთში − 1 საქმეზე, სამცხე-ჯავახეთში − 4 საქმეზე.ანგარიშის თანახმად, 9 საქმეზე გამოძიება მტკიცებულების არარსებობის გამო შეწყდა, 3 საქმეზე, კი მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ)ცესკოს 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამებისა და მე-2 ტურის დანიშვნის საკითხი;გარდა აღნიშნულისა, კომისიამ იმსჯელა თიანეთის მერობის კანდიდატის, ქ-ნი ლელა ქიტესაშვილის მიერ წარდგენილ სარჩელსა და დაკარგულ ბიულეტენებზე, მარნეულის N55 უბანზე დამკვირვებლის ბეიჯის გაყალბების ფაქტზე, ამომრჩეველთა სამაგიდო სიებიდან იდენტიფიცირებისა და დაკვირვების ფორმებზე.
ნახვები 753