ცესკოს მორიგი სხდომა
დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის (ICDI) წარმომადგენელი დაესწრო ცესკოს სხდომას, სადაც განიხილეს საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისა და საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები.
გარდა აღნიშნულისა, ცესკომ მე-2 ტურის არჩევნები 6 საარჩევნო ოლქში 2017 წლის 12 ნოემბერს დანიშნა.
შესაბამისად, განიხილეს მეორე ტურის არჩევნებისთვის გასატარებელი ღონისძიებების თარიღები და „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი.
ICDI აგრძელებს სადამკვირვებლო მისიას და მეორე ტურის არჩევნებს დააკვირდება ბორჯომში, ყაზბეგსა და ხაშურში.ნახვები 826