ICDI - ის სარჩელი მცხეთის სასამართლოში » ICDI.GE

ICDI - ის სარჩელი მცხეთის სასამართლოში

ავტორი icdi, 25-10-2017, 13:39 | კატეგორია სიახლეები / video


დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრმა 23 ოქტომბერს მცხეთის რაიონულ სასამართლოში წარადგინა სარჩელი N19 თიანეთის ოლქის N20 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგებისა და შემაჯამებელი ოქმის (საუბნო მერის), N19 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის N16/2017 და N17/2017 განკარგულებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.
როგორც მოგეხსენებათ, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში მონაწილეობდა მხოლოდ ორი კანდიდატი-1. ლელა ქიტესაშვილი(მპგ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" და 2. თამაზ მეჭიაური (ს/ს თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის )
N19 თიანეთის საარჩევნო ოლქის N20 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში (საუბნო მერი) შესწორებამდე და შესწორების შემდეგ გასაჩივრებული განკარგულებებით ასახული შედეგები არ გამოხატავს N19 თიანეთის საარჩევნო ოლქის N20 საარჩევნო უბნის კენჭისყრაში მონაწილეთა ნებას, რადგან N20 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესში იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი-თიანეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი, რომლის უბანზე შესვლამ გამოიწვია დაძაბულობა და ამომრჩეველთა თავისუფალ ნებაზე ზემოქმედება.
ხვალ, 24 ოქტომბერს ჩანიშნულია სასამართლო სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.


 
 скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160