არჩევნების დღის შეფასება » ICDI.GE

არჩევნების დღის შეფასება

ავტორი icdi, 21-10-2017, 12:30 | კატეგორია სიახლეები / განცხადებები

დემოკრატიულინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი (ICDI) 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 150-მდედამკვირვებლის, როგორცგრძელვადიანის, ასევე მოკლევადიანებისა და მობილური ჯგუფების მეშვეობით,  ყველადონის საარჩევნო კომისიაში დააკვირდა. გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლები,რომლებიც განაწილებულები იყვნენ კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და თბილისის საარჩევნოოლქებსა და  უბნებზე, უბნის გახსნას, კენჭისყრისპროცესს, უბნის დახურვას და შედეგების შეჯამებას დააკვირდნენ, ასევე, ICDI-ის ერთი დამკვირვებელი მთელი დღის განმავლობაში არჩევნების პროცესს აკვირდებოდა ცესკოში.

დამკვირვებლებსსაარჩევნო უბნებზე არ დაუფიქსირებიათ მნიშვნელოვანი დარღვევები. მათ მიერმოწოდებული ინფორმაციით, უმეტეს შემთხვევაში, კენჭისყრის დღემ მშვიდ გარემოში ჩაიარა, დაფიქსირდა მცირეხარვეზები, რომელზეც მიეთითების შედეგად საუბნო საარჩევნო კომისიებმა ადგილზე მოახდინეს შესაბამისირეაგირება. მთლიანობაში არჩევნები მშვიდ ვითარებაში ორგანიზებულად ჩატარდა.კენჭისყრის პროცესი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მიერ შეფასდა დადებითად.

 ICDI არჩევნების შემდგომი პერიოდის დაკვირვების ფარგლებში აგრძელებს საუბნოსაარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმების სისწორის შესწავლას,დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში შემაჯამებელ ოქმებს გაასაჩივრებს ზემდგომსაარჩევნო ადმინისტრაციაში კანონმდებლობის შესაბამისად.



скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160