ICDI სადამკვირვებლო მისიას განახორციელებს აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით
დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი ადგილობრივი თვითმმართველობის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებზე, სადამკვირვებლო მისიას განახორციელებს აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით ყველა დონის (ცენტრალურ, საოლქო და საუბნო) საარჩევნო კომისიებში. 150-მდე გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლები, ასევე მობილური ჯგუფები შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბნებზე დააკვირდებიან კენჭისყრის დღის პროცესს, (უბნის გახსნას, კენჭისყრის პროცესს, უბნის დახურვას და შედეგების შეჯამებას), აგრეთვე ა...რჩევნების დღეს ICDI-ის დამკვირვებელი მთელი დღის განმავლობაში მონიტორინგს განახორციელებს ცესკოში. კენჭისყრის დღეს, საარჩევნო კანონმდებლობის ნებისმიერი დარღვევების შესახებ გთხოვთ, გვაცნობოთ დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის ცხელ ხაზზე:
(+995) 32 2 2148 160.
დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე და სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი: მერი კაპანაძე - 599 65 10 17
ნახვები 859