ადგილობრივი არჩევნების შუალედური ანგარიში » ICDI.GE

ადგილობრივი არჩევნების შუალედური ანგარიში

ავტორი icdi, 20-10-2017, 13:35 | კატეგორია სიახლეები / განცხადებები

ა(ა)იპ დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი (ICDI) (შემდგომში - ცენტრი/ICDI) დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში დაარსდა 2009 წლის 29 აპრილს. ცენტრის მიზნებს წარმოადგენს, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, საზოგადოების ინფორმირებულობა და არჩევნების მონიტორინგი. ცენტრის საქმიანობის მიმართულებებია: ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობის განმტკიცება და საარჩევნო პროცესების დემოკრატიულად წარმართვის ხელშეწყობა.ორგანიზაციის მიზნებიდან გამომდინარე, ცენტრი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შექმნილ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებში, მათ შორის, ცესკოსთან არსებულ შშმ პირთა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ამომრჩეველთა თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობისთვის შექმნილ სამუშაო ჯგუფებში.დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი დააკვირდა საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობას საქართველოს მასშტაბით. ცენტრი აქტიურად არის ჩართული ადამიანის უფლებათა დაცვისა და ადვოკატირების პროცესში, უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოებაში არჩევნების პოპულარიზაციას და ხელს უწყობს საარჩევნო პროცესებისადმი მათი  ნდობის განმტკიცებას.ცენტრის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის პირველი სამუშაო ჯგუფის წევრი და საარჩევნო ქვეჯგუფის კოორდინატორია.ცენტრი ახორციელებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგს.წინამდებარე ანგარიში მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდს, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია სადამკვირვებლო მისიის მიერ 25 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე.

სადამკვირვებლო მისიის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 22 აგვისტოს N22/08/01 განკარგულებით, 2017 წლის 21 ოქტომბერს დაინიშნა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები.საქართველოს მოქალაქეებმა, 2017 წლის 21 ოქტომბერს 64 საკრებულოს 2088 წევრი და თბილისის, 4 თვითმმართველი ქალაქისა და 59 თვითმმართველის თემის მერი უნდა აირჩიონ. აღნიშნული არჩევნები საინტერესოა იმით, რომ არჩევნების დანიშვნამდე განხორციელდა ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში და ნაცვლად გამგებლებისა, ყოველი თვითმმართველი თემის მოსახლეობა ირჩევს მერს.2017 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ[1], მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნებისთვის, რეგისტრაციაში გაატარა დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი და მიანიჭა დამკვირვებლის სტატუსი.ორგანიზაცია სადამკვირვებლო მისიას ახორციელებს ყველა დონის საარჩევნო კომისიაში. გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლები, დააკვირდებიან წინასაარჩევნო პერიოდს, კენჭისყრის დღეს და არჩევნების შემდეგ პერიოდს.სადამკვირვებლო მისია საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს ადგილობრივი კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტებისა და ორგანიზაციის დამკვირვებლის ქცევის კოდექსის შესაბამისად. ორგანიზაციის ძირითადი პრინციპებია: კანონის პატივისცემის დემონსტრირება, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, სიზუსტე, გამჭვირვალობა და პროფესიონალიზმი.წინასაარჩევნო პერიოდში (რომელიც მოიცავს არჩევნების გამოცხადების დღიდან, არჩევნების დღემდე პერიოდს) არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა, მათ შორის:· ICDI-იმ გამოაცხადა კონკურსი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი დამკვირვებლებისათვის. ინფორმაცია გავრცელდა სოციალურ ქსელში - Facebook-ში, Google-ის აპლიკაციის მეშვეობით, ასევე, ორგანიზაციამ სტუდენტური ჯგუფები უზრუნველყო აღნიშნული ინფორმაციით. ინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია დიდი ინტერესი, რადგან 550-ზე მეტი მოხალისე დამკვირვებელმა გამოაგზავნა განაცხადი სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობის თაობაზე.· ICDI-იმ შეიმუშავა 2 სახის სახელმძღვანელო, კერძოდ, ერთი ეხებოდა საარჩევნო გარემოსა და პროცედურებს, ხოლო მე-2 სახელმძღვანელო დეტალურად აღწერდა გრძელვადიანი დამკვირვებლების უფლებებს, ფუნქციებსა და ანკეტის შევსების წესებს.· ICDI-იმ შეიმუშავა, გრძელვადიანი დამკვირვებელის მიერ, შესავსები ანკეტა, რომელიც შეიცავს როგორც ღია, ასევე დახურულ კონკრეტულ კითხვებს. ასევე, სპეციალური ანკეტა/ინსტრუქცია, რომელიც გამოყენებული იქნება მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ კენჭისყრის დღეს.· გრძელვადიანი დამკვირვებლების შერჩევის მიზნით, გასაუბრება ჩაუტარდა თითოეულ პოტენციურ დამკვირვებელს თბილისში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში.· ICDI-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, არჩეულ გრძელვადიან დამკვირვებლებს ანკეტის შევსების ინსტრუქტაჟის და მათზე დაკისრებული ფუნქციების თაობაზე ტრენინგი ჩაუტარა.· სადამკვირვებლო მისიის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ICDI-იმ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ,„ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრთან“ და ა(ა)იპ „ახალგაზრდული ცენტრი - ჩვენი თაობა 1921“.საარჩევნო პროცესების მონიტორინგისა და შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკვირვების განხორციელების მიზნით, შეირჩა კვალიფიციური კადრები, მათ შორის: 17 გრძელვადიანი დამკვირვებელი საქართველოს ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესზე დასაკვირებლად და 112 მოკლევადიანი დამკვირვებელი, რომლებიც დააკვირდნენ საარჩევნო ოლქში შემავალ საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობასა და კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას. სადამკვირვებლო მისიის დაკომპლექტებისას გავითვალისწინეთ ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის პოლიტიკა.დამკვირვებელთა რეგისტრაცია, შესაბამისი პროცედურის დაცვით, განხორციელდა ცესკოში ორ ეტაპად. მოკლევადიანი დამკვირვებლების რაოდენობა, ორგანიზაციას აძლევს საშუალებას არჩევნების დღეს, არჩევნების პროცესზე დაკვირვება აწარმოოს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, შესაბამის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში, რათა მიიღოს ოპერატიული ინფორმაცია დარღვევების შესახებ და მოახდინოს მათზე სწრაფი რეაგირება.გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლები აქტიურად აკვირდებიან საარჩევნო პროცესების მიმდინარეობას და კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებას საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე. საანგარიშო პერიოდში ცენტრი დააკვირდა:· საოლქო საარჩევნო კომისიის მე-6, დროებითი წევრების არჩევის პროცესს;· საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის პროცესს;· საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის სსიპ ,,საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მიერ ჩატარებულ ტრენინგებს;· საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა არჩევა/დანიშვნის პროცესს.აგრეთვე, ცენტრმა მიმდინარე პერიოდში განახორციელა საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილების ანალიზი და შესაბამისი წინადადებებით მიმართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ჩართულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან არსებულ საკონსულტაციო ჯგუფსა და უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში. ასევე, ICDI ახორციელებს შეხვედრებს დიპლომატიურ კორპუსთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან.

ძირითადი მიგნებები

საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი, მე-6 წევრის არჩევა

ICDI საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველ სხდომას დაესწრო, სადაც განიხილეს და დაადგინეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო დოკუმენტები, რომლებიც ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია ცესკოს ოფიაციალურ ვებ-გვერდზე. კომისიამ ასევე იმსჯელა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ხელფასების, საარჩევნო კამპანიის ლოგოსა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების სადამკვირვებლო ორგანიზაციებად რეგისტრაციის თაობაზე.73 საარჩევნო ოლქში ცესკოს მიერ შეირჩა დროებითი - მეექვსე წევრები. კონკურსში 73 ვაკანტურ ადგილზე მონაწილეობა მიიღო 134-მა კანდიდატმა.

საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის 2-4 სექტემბრის პერიოდში, საოლქო საარჩევნო კომისიებმა საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი წესით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს არჩევნების დღემდე არა უადრეს 50-ე და არა უგვიანეს 46-ე დღისა.საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 3 634 საარჩევნო უბანზე იყო 21 804 ვაკანტური ადგილი, რომელზეც 28 667 კანდიდატს ჰქონდა განაცხადი შეტანილი. თუმცა, საკუთარი სურვილით კონკურსში მონაწილეობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა 157-მა მონაწილემ. ხოლო 46 ადგილი დარჩა ვაკანტური კანდიდატების მიერ არასაკმარისი ხმების მიღებისა და მაღალი კონკურენციის გამო. მიუხედავად კომისიის წევრობის მსურველთა, არც თუ ისე მაღალი აქტივობისა, საოლქო საარჩევნო კომისიებმა 21 804 ვაკანტურ ადგილზე შეარჩიეს კომისიის 21 758 წევრი.ა(ა)იპ „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრმა“(ICDI) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის ტენდენციის შესასწავლად განახორციელა გასული წლის პრაქტიკის ანალიზი. 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის 3 634 საუბნო საარჩევნო კომისიის 21 804 ვაკანტურ ადგილზე აირჩა 21 784 წევრი. ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიებში 35 956 განაცხადი იყო წარდგენილი 21 804 ვაკანტურ ადგილზეანალიზი ცხადყოფს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში მონაწილე კანდიდატთა კონკურსი 2016 წლის მონაცემებთან შედარებით 1,25-ჯერ შემცირებულია. არჩეულ წევრთა რაოდენობაც წინა წელთან შედარებით 26 ერთეულით დაბალია. შედარებით დაბალი აქტივობის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებები (მოქალაქეთა ნაკლები ინტერესი, დაბალი მოტივაცია, ანაზღაურების ოდენობა და სხვა, მათ შორის, გასათვალისწინებელია ადგილობრივი არჩევნების სპეციფიკა) თუმცა, მიუხედავად ამისა, 2016 წლის მონაცემებთან შედარებით 2017 წლის კონკურსში მონაწილეთა რაოდენობა ბევრად მაღალია. აღსანიშნავია, რომ კონკურსს გამოეთიშა დამატებით 157 მონაწილე. მათ შორის, დიდი ნაწილი, საკუთარი განცხადების საფუძველზე. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილი სტატისტიკისა და დასაბუთების ნაწილში არ არის საუბარი, თუ რა ხასიათის პირადი განცხადებებია და რატომ შემცირდა კონკურსანტთა რაოდენობა კონკურსის მიმდინარეობის ეტაპზე.2017 წელს კონკურსში მონაწილე 28 667 კანდიდატიდან 73 საოლქო საარჩევნო კომისიის წვერებიდან 7-ზე ნაკლები ხმა მიიღო 6 732-მა კონკურსანტმა. საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსით" დადგენილი წესით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ასარჩევად საჭიროა 7 ხმა, რომელიც კონკურსში მონაწილე 123 წევრმა მიიღო, რაც საერთო მონაცემის 0,56%, ხოლო მაღალი კვორუმით 8 ხმაზე მეტი ხმით შეირჩა 17 978 წევრი, რაც საერთო რაოდენობის 82.6%.საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის წესისა და სტატისტიკური მონაცემების კვლევისას, საყურადღებოა, კონკურსანტთა და არჩეულ წევრთა კვალიფიკაცია, განათლება და სამუშაო გამოცდილება საარჩევნო სამართლისა და პროცესების მიმართ.მისასალმებელია ის გარემოება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებიდან 4 080 "საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების", ხოლო 193 წევრი - "საარჩევნო განვითარების სკოლების" მონაწილეა. 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, პროექტის "საარჩევნო განვითარების სკოლა 2016" 130 მონაწილე კონკურსის წესით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად აირჩიეს. ამ მონაცემების შედარებისას, აშკარაა, იმ კატეგორიის წევრებისათვის უპირატესობის მინიჭება, რომლებიც საგანმანათლებლო საარჩევნო პროექტებში იყვნენ ჩართულნი. ასევე, მნიშვნელოვანია - სამუშაო, პრაქტიკული გამოცდილების მქონე პირთა რაოდენობაც. მიმდინარე წლის არჩევნებისათვის კონკურსში არჩეულ წევრთაგან 17 819 პირს ერთხელ მაინც აქვს მონაწილეობა მიღებული ბოლო 4 საერთო არჩევნებზე, ხოლო 3 939 არჩეულ წევრთა უმრავლესობას გამოცდილება პრაქტიკული და საგანმანათლებლო თვალსაზრისით მიღებული აქვს 2012 წლამდე ჩატარებულ არჩევნებზე კომისიის წევრებად, დამკვირვებლებად და წარმომადგენლებად მონაწილეობისას. აგრეთვე, საგანმანათლებლო პროექტებს შორის, "საარჩევნო ადმინისტრაციული კურსებიდან" 384 მონაწილე, ხოლო "საარჩევნო განვითარების სკოლის"57 კურსდამთავრებული იყო.2017 წელს არჩეულ წევრთა უმრავლესობა არჩეულია შესაბამისი კვალიფიციური სტანდარტით, რადგან, ისინი აკმაყოფილებენ, როგორც საგანმანათლებლო, ასევე, სამუშაო გამოცდილების კომპონენტს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის პროცესი იმდენად ღია და გამჭვირვალედ წარიმართა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ გახდა სადამკვირვებლო მისიების ყურადღების საგანი (არ დაექვემდებარა გასაჩივრებას). დადებით შეფასებას იმსახურებს ის გარემოება, რომ წელს საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების მხრიდან გაზრდილია უპირატესობის მინიჭების ფაქტი მაღალი პროფესიული სტანდარტის მქონე პირებზე. რაც თავის მხრივ, გამოიწვია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულმა პრიორიტეტებმა და მათ მიერ, განხორციელებულმა საგანმანათლებლო პროექტებმა.დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრს მიაჩნია, რომ ის ფაქტორები, რაც ხელს უწობს საუბნო საარჩევნო კომისიებს მეტი გამოცდილი და კვალიფიციური კარდებით დაკომპლექტებას, ქმნის ჯანსაღი საარჩევნო გარემოს შექმნის მოლოდინს.

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგები

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 7 სექტემბრიდან დაიწყო საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების I ეტაპი, რომელიც დაეთმო საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის სწავლებას. ტრენინგებზე განიხილეს შემდეგი ძირითადი სასწავლო მოდულები:§ საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში;§ საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა და ხელმძღვანელ პირთა არჩევის წესი (პირველი სხდომის ინსტრუქცია (ეპიზოდური ინსცენირება);§ საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა რეგისტრაცია;§ საოლქო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება; საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადებების/საჩივრების შეტანისა და განხილვის წესი.არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ დააკვირდა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა გადამზადების პროცესს ქ.თბილისში, სხვადასხვა რაიონში, კერძოდ: №10 გლდანის საოლქო საარჩევნო კომისია; №8 დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისია; №7 ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისია; №4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისია; №9 ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისია და N2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისია.აღსანიშნავია, რომ ქალაქ თბილისის ექვს საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელშიც ორგანიზაცია ახორციელებდა დაკვირვებას, ტრენინგები მიმდინარეობდა მშვიდ რეჟიმში, არ ჰქონია არანაირ დარღვევებს ადგილი, ტრენინგის ხელმძღვანელი, რომელიც წარმოადგენდა სსიპ -,,საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს“ აღჭურვილი იყო ყველა საჭირო ბეჭდური, თუ ელექტრონული მასალით და გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის 13 წევრიდან უმეტესობა ესწრებოდა ტრენინგებს და ასევე ადგილი არ ჰქონია კომისიის წევრთა მხრიდან რაიმე სახის პრეტენზიებს ტრენერის მიმართ ტრენინგის მსვლელობის დროს.ტრენინგების I ეტაპი დასრულდა 16 სექტემბერს, ტრენინგების ფარგლებში სასწავლო კურსი გაიარა 73-მა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგები

გამოვლენილი დარღვევები:Ø მთაწმინდის საარჩევნო ოლქის N23 და N24 უბნის, კრწანისის საარჩევნო ოლქის N7 და N8 უბნისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქის N5 და N6 უბნების ტრენინგები დაიწყო დაგვიანებით.Ø მთაწმინდის N9 და N10 უბნებზე დაფიქსირდა შემთხვევა როდესაც საუბნო კომისიის პარტიის მიერ დანიშნულ რამდენიმე წევრს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენდა იგი.Ø ზოგადი შეფასებით, იმ ოლქებში, სადაც ორგანიზაციის დამკვირვებლები აკვირდებოდნენ საოლქო საარჩევნო კომისიების მხრიდან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის ტრენინგებს, შეინიშნებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არ გამოცხადების (დაუსწრებლობის) ფაქტები.Ø კრწანისის საარჩევნო ოლქში N14 და N15 საარჩევნო უბნის ტრენინგებზე შეიქმნა ჩატარების პრობლემა, რადგან შენობაში არ იყო ელექტროენერგია, რის გამოც ცალკეულ შემთხვევებში ხდებოდა ტრენინგების სხვა დროს გადატანა.

საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობა

კრწანისის საარჩევნო ოლქის N6 საარჩევნო უბანი დამკვირვებლებს მონიტორინგის განხორციელების პროცესში დახვდათ დაკეტილ მდგომარეობაში სამუშაო დღეს, სამუშაო საათებში.კრწანისის საარჩევნო ოლქის N8 საუბნო საარჩევნო კომისიაში არც ერთი კომისიის წევრი არ იმყოფებოდა საარჩევნო უბანში სამუშაო საათებში, რის თაობაზეც ორგანიზაციის დამკვირვებელმა შეადგინა საჩივარი, რომელიც განიხილეს და ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრა

დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის დამკვირვებელი დააკვირდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრების პირველივე შესაძლო, უადრეს ვადაში განსაზღვრის სხდომას.ცესკოს მიერ რეგისტრირებული იყო 30 საარჩევნო სუბიექტი, მათ შორის: 24 პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ერთი საინიციატივო ჯგუფი. წილისყრის პროცედურაში მონაწილეობა მიიღო 15-მა საარჩევნო სუბიექტმა. დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს წილისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, ვინაიდან მათ უკვე ჰქონდათ განსაზღვრული რიგითი ნომრები საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით. წილისყრაში მონაწილეობა არ მიუღია საინიციატივო ჯგუფს, რადგან ცესკოს მიერ რეგისტრირებული იყო მხოლოდ ერთი საინიციატივო ჯგუფი და მას კანონმდებლობის თანახმად, ცესკოს მიერ განესაზღვრა რიგითი ნომერი. კანონმდებლობის თანახმად, პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს ექნებათ იგივე რიგითი ნომრები, რაც მიენიჭა მათ წარმდგენ საარჩევნო სუბიექტებს.სულ, 27 რიგითი ნომერი განაწილდა. რიგითი ნომრები, კომისიის სხდომაზე მოწვეულმა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებმა დოლურადან თავად ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ წილისყრის პროცესი იყო გამჭვირვალე და ცესკოში რეგისტრირებულ, არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, მათ შორის დამკვირვებლებსა და მედიას ჰქონდა შესაძლებლობა თვალყური ედევნებინა აღნიშნული პროცედურისთვის.

ინიციდენტი N17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიაში

11 სექტემბერს დემოკრატიულ ინიციატივათა საერთშორისო ცენტრმა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიაზე N17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრა.მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ააიპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ (ICDI) პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ააიპ ,,ახალგაზრდული ცენტრი ჩვენი თაობა 1921“, ერთად ფაქტების გამოკვლევის მიზნით, დაპირისპირებულ ორივე მხარეს გაესაუბრა. მხარეთა გამოკითხვის შედეგად შემდეგი გარემოებები გამოიკვეთა:§ N17 თელავის საოლქო კომისიაში მიმდინარე წლის 7 სექტემბერს პ/გ ,,ლეიბორისტული პარტიის“ თელავის მერობის კანდიდატობის პრეტენდენტმა ნიკა ვარდოშვილმა, N17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მერობის კანდიდატად რეგისტრაციის პროცესის ხელისშეშლაში დაადანაშაულა. მერობის კანდიდატის მსურველის თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ გაუწია კონსულტაცია რეგისტრაციისათვის სააღრიცხვო ბარათებისა და პარტიული სიითი ფორმის შევსების თაობაზე, კერძოდ, ოლქის თავმჯდომარე კითხვაზე პასუხის თავიდან აცილების მიზნით, მიუთითებდა საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 143-ე 144-ე და 167-ე მუხლებზე, რომლებიც შინაარსობრივი თვალსაზრისით აღწერენ, თუ რა დოკუმენტაცია რა ფორმით უნდა იქნას წარმოდგენილი კომისიაში რეგისტრაციისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნიკა ვარდოშვილი აცხადებდა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალმახელიძე, მის კონკრეტულ კითხვებს კონკრეტულ პასუხებს არ სცემდა და ხელოვნურად თავს არიდებდა მასთან კონტაქტს, რითიც ხელს უშლიდა რეგისტრაციის გავლაში.§ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალმახელიძე აღნიშნავს, რომ მერობის კანდიდატობის მსურველს - ბატონ ნიკა ვარდოშვილს, არაერთხელ გაუწია კონსულტაცია რეგისტრაციის სააღვრიცხვო ბარათებისა და პარტიული სიითი ფორმის შევსებასთან დაკავშირებით. ბატონი გიორგი კალმახელიძის განმარტებით, მან ბატონ ნიკა ვარდოშვილს აღნიშნული კითხვის გარდა სხვა დამატებით კითხვებზეც გაუწია დეტალური კონსულტაცია. გარდა ამისა, ირკვევა, რომ ბატონმა ნიკამ დამატებითი კონსულტაცია გაიარა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელ ხაზზე, სადაც ანალოგიური ხასიათის კონსულტაცია მიიღო.§ მერობის კანდიდატობის პრეტენდენტი ნიკა ვარდოშვილი, 7 სექტემბერს საკუთარ მხარდამჭერებთან და ჟურნალისტებთან ერთად N17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიჭრა, კერძოდ, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კაბინეტში, სადაც მიმდინარეობდა გეგმიური თათბირი. თათბირი ეხებოდა, საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობის ფარგლებში იურიდიული პრობლემური საკითხების განხილვას. თათბირს ესწრებოდნენ: საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და იურისტი.§ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კაბინეტში მერობის კანდიდატის მსურველის, მისი მხარდამჭერებისა და ჟურნალისტების შეჭრის შემდეგ, ბატონი ნიკა ვარდოშვილი, გიორგი კალმახელიძის მხრიდან, მოითხოვდა ზემოთ აღნიშნულ, რეგისტრაციის საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციას. აღნიშნული ქმედებებით შეწყდა მიმდინარე თათბირი, რის გამოც, ოლქის თავმჯდომარე ნიკა ვარდოშვილს და მის თანმხლებ პირებს მოუწოდებდა საოლქო საარჩევნო კომისიის ტერიტორიის დატოვებას, რადგან ეს უკანასკნელი ქმედებები წარმოადგენდა წესრიგის დარღვევასა და საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობისათვის ხელის შეშლის მცდელობას, რადგან ოლქის თავმჯდომარის მოწოდება არ გაითვალისწინა, კომისიის თავმჯდომარემ, გამოსცა განკარგულება ნიკა ვარდოშვილის გაძევების თაობაზე. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ნიკა ვარდოშვილისათვის განკარგულების გადაცემა და გაცნობა არ მომხდარა. ხოლო ოლქის თავმჯდომარემ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გამოიძახა სამართალდამცავი პირები. სამართალდამცავი პირების გამოჩენის შემდეგ ნიკა ვარდოშვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა დატოვეს საოლქო საარჩევნო კომისიის ტერიტორია. ოლქის თავმჯდომარემ, კი სამართალდამცავ პირებს აუხსნა გამოძახების საფუძველი, კერძოდ, პირთა შემოჭრა საოლქო საარჩევნო კომისიაში, სამუშაო პროცესის ხელის შეშლისა და მისი გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობის შესახებ. ამის შემდგომ, სამართალდამცავმა პირებმა შეადგინეს ოქმი გამოძახების თაობაზე.§ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საუბრისას აღნიშნავს, რომ მერობის კანდიდატის მსურველის მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა აგრესიას და მუქარას.§ 7 სექტემბერს საოლქო საარჩევნო კომისიაში დაპირისპირების შემდეგ, მერობის კანდიდატის მსურველი საკუთარი ფეისბუქის გვერდის მეშვეობით ავრცელებს ინფორმაციას აღნიშნული ფაქტების თაობაზე და ეწევა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ე.წ. დისკრედიტაციას, კერძოდ, იგი საკუთარი მოსაზრების საფუძველზე ოლქის თავმჯდომარეს ბრალს სდებს პოლიტიკური პარტიების მიმართ აშკარა ინტერესებსა და დამოკიდებულებებში, რაც ოლქის თავმჯდომარის საქმიანობის ჯეროვნად და კეთილსინიდისიერად განხორციელების ხელისშემშლელი, მისი ღირსებისა და პატივის შემლახვერი გარემოებებია.§ 8 სექტემბერს 14:30 სთ-ზე N17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისია დაუკავშირდა მერობის კანდიდატის მსურველს და შეატყობინა, საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადების დრო დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით, რომელიც 7 სექტემბერს ოლქში მომხდარ ინციდენტს ეხება. ნიკა ვარდოშვილი საოლქო საარჩევნო კომისიაში ჟურნალისტებთან ერთად ჩართული კამერებით გამოცხადდა. ამ უკანასკნელ შემთხვევაზე ოლქის თავმჯდომარემ განმარტა, რომ უნდა წარმართულიყო ადმინისტრაციული წარმოება, რომელიც 7 სექტემბერს ჩადენილ ქმედებებს ეხებოდა, კერძოდ, საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობისათვის ხელისშეშლას, რაც ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 91-ე პრიმა მუხლითაა რეგულირებული. აღნიშნულის თაობაზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი, რომელსაც ნიკა ვარდოშვილი არ ეთანხმებოდა. მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებისა მან ოქმს არ დაურთო განსხვავებული შეფასება. ოლქის თავმჯდომარის განცხადებით, ოქმის გაცნობისას ნიკა ვარდოშვილი ეწეოდა მის დისკრედიტაციას და შეურაცმყოფელ რეპლიკებს. შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი თანდართული დოკუმენტაციით გადაეგზავნა თელავის რაიონულ სასამართლოს. თანდართულ დოკუმენტებშია: N17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება ნიკა ვარდოშვილის გაძევების თაობაზე და საოლქო საარჩევნო კომისიის რამდენიმე წევრის მიერ შედგენილი აქტი, რომელიც 7 სექტემბერს საოლქო საარჩევნო კომისიაში შეჭრის ფაქტს აღწერს. თელავის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და მერობის კანდიდატობის მსურველი, ნიკოლოზ ვარდოშვილი, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და მას, ჯარიმის სახით, 500 ლარის გადახდა დააკისრა.დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნულ, გარემოებებთან დაკავშირებით საჭიროა, უწყებათაშორისი კომისიის მხრიდან, ფაქტების დეტალურად გამოკვლევა, რათა რომელიმე მხარე არ აღმოჩნდეს უთანასწორო მდგომარეობაში. ამასთან, მსგავსი ხასიათის შემთხვევები საფრთხეს უქმნის თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს არსებობას. შესაბამისად, ამ შემთხვევაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება მიზანშეწონილია, რათა გატარდეს პრევენციისათვის აუცილებელი ღონისძიებები და გაიცეს შესაბამისი რეკომენდაციები, რომ თავიდან ავიცილოთ დაძაბული გარემო წინასაარჩევნო პერიოდში.

საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა არჩევა/დანიშვნა

N4 კრწანისის საარჩევნო ოლქი§ კრწანისის საარჩევნო ოლქის N14 უბანზე კომისიის სხდომა დაიწყო ერთი საათის დაგვიანებით სხდომას დაესწრო კომისიის 11 წევრი. სხდომას არ ესწრებოდნენ ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა“ და „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლები. ხოლო ესწრებოდნენ ოლქის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების“ წარმომადგენელი. სხდომაზე მყოფ თითოეულ უფლებამოსილ პირს ჰქონდა ბეიჯი.სხდომის გახსნამდე ოლქის წარმომადგენელმა უბნის კომისიის წევრებს შეახსენა პროცედურული საკითხების თანმიმდევრობა. გამოვლინდა უხუცესი წევრი და სხდომა გაიხსნა. დღის წესრიგი დამტკიცდა სხდომაზე მყოფი ყველა წევრის მიერ მხარდაჭერით.თავმჯდომარის კანდიდატურა წამოაყენა კომისიის რამდენიმე წევრმა და მოხდა მისი არჩევა კანონის სრული ნორმების დაცვით. თავმჯდომარის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 9 წევრმა ხოლო ორმა წევრმა უარი განაცხადა კენჭისყრაში მონაწილეობაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ კანონის მოთხოვნების დაცვით მოხდა მოადგილისა და მდივნის კანდიდატურების წამოყენება და მათი კანდიდატურებისთვის კენჭისყრა და თანამდებობებზე არჩევა. პარტიული ნიშნით თანამდებობებზე წევრების არჩევა არ მომხდარა მაღალი ლეგიტიმურობით, რადგან ძირითადად ოლქის მიერ არჩეული წევრები დაინიშნენ თანამდებობებზე. სხდომის ოქმი შეივსო კანონის ნორმათა დაცვით. სხდომამ ჩაიარა ინციდენტის გარეშე. სხდომის პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების“ წარმომადგენელმა აწარმოა ვიდეო გადაღება თავისივე სკამიდან, რადგან ოთახში ამისთვის ადგილი სპეციალურად არ იყო გამოყოფილი. ოლქის წარმომადგენელმა უბნის თავმჯდომარეს გადასცა ყველა საჭირო ინვენტარი. მოხდა მიღება-ჩარების ოქმის გაფორმება.§ კრწანისის საარჩევნო ოლქის N11 უბანზე შეინიშნებოდა პროცესების გაჭიანურება დროში. გვიან დაიწყო სხდომის ოთახის მოწყობა, ასევე, უბანზე გამოცხადება დააგვიანეს ოლქის წარმომადგენლებმა და შესაბამისად უბანზე სხდომა გაიხსნა დაგვიანებით, ნაცვლად 10:30 საათისა სხდომა გაიხსნა 11:00 საათზე. სხდომაზე გამოცხადდა კომისიის 11 წევრი, მათგან ერთი თავმჯდომარის არჩევის შემდგომ. სხდომას უბნის კომისიის წევრების გარდა ესწრებოდნენ ოლქის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები (1.„ერთსულოვნება საზოგადოების უფლება“; 2.„საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება“). სხდომაზე მყოფ თითოეულ უფლებამოსილ პირს ჰქონდა ბეიჯი. ოლქის წარმომადგენელმა სხდომის გახსნამდე უბნის კომისიის წევრებს შეახსენა პროცედურული საკითხების მიმდინარეობის წესი. ამის შემდეგ, სხდომას გაუძღვა უხუცესი წევრი. მოხდა დღის წესრიგის დამტკიცება უბნის ყველა დამსწრე წევრის მიერ და ხელმძღვანელი პირები შეირჩა დამატებითი პროცედურებისა და ძალისხმევის გარეშე. თავმჯდომარის კანდიდატურა წამოაყენა კომისიის რამდენიმე წევრმა და მოხდა თავმჯდომარის არჩევა, მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომისიის 8 წევრმა, ხოლო ორმა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. კანონის დაცვით მოხდა თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის არჩევაც. პარტიული ნიშნით თანამდებობებზე წევრების დანიშვნა არ მომხდარა მაღალი პროცენტობით, რადგან ძირითადად ოლქის მიერ დანიშნული წევრები დაინიშნენ თანამდემბობებზე. სხდომის ოქმი შეივსო კანონის ნორმათა დაცვით. სხდომამ ჩაიარა ინციდენტის გარეშე. სხდომის პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების“ წარმომადგენელმა აწარმოა ვიდეო გადაღება თავისივე სკამიდან, რადგან ოთახში ფართის სიმცირის გამო ვიდეო გადაღებისთვის ცალკე ადგილი არ იყო გამოყოფილი.ოლქის წარმომადგენელმა უბნის თავმჯდომარეს გადასცა ყველა საჭირო ინვენტარი. მოხდა მიღება-ჩაბარების ოქმის გაფორმება.§ კრწანისის საარჩევნო ოლქის N4 უბანზე სხდომა დაიწყო დროულად 14:30 საათზე. სხდომაზე გამოცხადდა უბნის კომისიის 11 წევრი, რომელთაგან ერთს არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამის გამო, მას ოლქის წარმომადგენელმა განუმარტა, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე სხდომაზე ვერ დაასწრებდნენ და ურჩია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოეტანა, მანამ სანამ ოლქის წარმომადგენელი პროცედურულ საკითხებზე ისაუბრებდა. აღნიშნულმა პირმა სხდომა დატოვა და მალევე დაბრუნდა სხდომაზე პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად. სხდომას ესწრებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობo ორგანიზაციების „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების“ წარმომადგენელი და „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებას“ წარმომადგენელი რომლებსაც ეკეთათ ამოსაცნობი სამკერდე ნიშნები (ბეიჯები).საარჩევნო უბანზე ზემდგომი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შეახსენეს სხდომის პროცესის წარმართვის ინსტრუქცია და გამოავლინეს წევრებს შორის უხუცესი. უხუცესმა წევრმა სხდომა გახსნილად გამოაცხადა და დააყენა დღის წესრიგის დამტკიცების საკითხი. დღის წესრიგს მხარი დაუჭირა 10-მა წევრმა, ხოლო ერთმა წევრმა განაცხადა, რომ განსხვავებული აზრი ჰქონდა, რომელსაც დააფიქსირებდა და დღის წესრიგის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა. შემდეგ უბნის რამდენიმე წარმომადგენელმა დაასახელა თავმჯდომარის 1 კანდიდატურა და კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომისიის 10-მა წევრმა. ასევე, დაასახელეს მოადგილის 1 კანდიდატურა, რომელსაც მხარი დაუჭირა კომისიის 9 წევრმა. შემდგომ კი დასახელდა  მდივნის 1 კანდიდატურა, რომელსაც მხარი დაუჭირა კომისიის 9 წევრმა. ხელმძღვანელი პირები შეირჩა დამატებითი პროცედურებისა და ძალისხმევის გარეშე. პარტიული ნიშნით თანამდებობებზე წევრების დანიშვნა არ მომხდარა მაღალი პროცენტობით, რადგან ძირითადად ოლქის მიერ დანიშნული წევრები დაინიშნენ თანამდებობებზე. სხდომის ოქმი შეივსო კანონის ნორმათა დაცვით. სხდომამ ჩაიარა ინციდენტის გარეშე. ოლქის წარმომადგენელმა უბნის თავმჯდომარეს გადასცა ყველა საჭირო ინვენტარი. აღსანიშნავია, რომ მოხდა მიღება-ჩაბარების ოქმის გაფორმება.§ კრწანისის საარჩევნო ოლქის N3 უბანზე სხდომა დაიწყო 25 წუთის დაგვიანებით. სხდომაზე გამოცხადდა უბნის კომისიის 13 წევრი სრულად. სხდომას ესწრებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების“ წარმომადგენელი და „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებას“ წარმომადგენელი, მათ ეკეთათ ამოსაცნობი სამკერდე ნიშნები (ბეიჯები).უბანზე ოლქის წარმომადგენლებმა უბნის კომისიის წევრებს შეახსენეს სხდომის პროცესის წარმართვის ინსტრუქცია და გამოავლინეს წევრებს შორის უხუცესი. უხუცესმა წევრმა სხდომა გახსნილად გამოაცხადა და დააყენა დღის წესრიგის დამტკიცების საკითხი. დღის წესრიგს მხარი დაუჭირა 10-მა წევრმა. შემდეგ უბნის რამდენიმე წარმომადგენელმა დაასახელა თავმჯდომარის 1 კანდიდატურა და ამ კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომისიის 9 წევრმა. ასევე, დასახელდა მოადგილის 1 კანდიდატურა, რომელსაც მხარი დაუჭირა კომისიის 10-მა წევრმა. შემდგომ კი, დაასახელეს მდივნის 1 კანდიდატურა, რომელსაც მხარი დაუჭირა კომისიის 10-მა წევრმა. ხელმძღვანელი პირები შეირჩა დამატებითი პროცედურებისა და ძალისხმევის გარეშე. პარტიული ნიშნით თანამდებობებზე წევრების დანიშვნა არ მომხდარა მაღალი პროცენტობით, რადგან ძირითადად ოლქის მიერ დანიშნული წევრები დაინიშნენ თანამდემბობებზე. სხდომის ოქმი შეივსო კანონის ნორმათა დაცვით. სხდომამ ჩაიარა ინციდენტის გარეშე. სხდომის პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების“ წარმომადგენელმა სალომე ჭანჭალეიშვილმა აწარმოა ვიდეო გადაღება. ოლქის წარმომადგენელმა უბნის თავმჯდომარეს გადასცა ყველა საჭირო ინვენტარი. მოხდა მიღება ჩაბარების ოქმის გაფორმება. აღსანიშნავია, რომ მე-3 უბანზე ოლქის წარმომადგენლები ჯეროვნად ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობებს და კომისიის წევრებს მოუწოდებდნენ, რომ უბანზე მუშაობის პერიოდში ადგილი არ ჰქონოდა პოლიტიკურ გარჩევებს.§ კრწანისის საარჩევნო ოლქის N13 უბანზე სხდომა დაიწყო 5 წუთის დაგვიანებით. სხდომაზე გამოცხადდა უბნის კომისიის 12 წევრი, რომელთაგან ერთი დაგვიანებით, თავმჯდომარის არჩევის შემდეგ გამოცხადდა. სხდომას ესწრებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოებისა“ და „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებას“ წარმომადგენლები, რომლებსაც ეკეთათ ამოსაცნობი სამკერდე ნიშნები (ბეიჯები).ზემდგომი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შეახსენეს სხდომის პროცესის წარმართვის ინსტრუქცია და გამოავლინეს წევრებს შორის უხუცესი. უხუცესმა წევრმა სხდომა გახსნილად გამოაცხადა და დააყენა დღის წესრიგის დამტკიცების საკითხი. დღის წესრიგს მხარი დაუჭირა 11-მა წევრმა. შემდგომ ამისა, უბნის რამდენიმე წარმომადგენელმა დაასახელა თავმჯდომარის 1 კანდიდატურა და კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომისიის 8 წევრმა. ასევე, დაასახელეს მოადგილის 1 კანდიდატურა, რომელსაც მხარი დაუჭირა კომისიის 8 წევრმა. შემდგომ დაასახელეს მდივნის 1 კანდიდატურა რომელსაც მხარი დაუჭირა კომისიის 8 წევრმა. ხელმძღვანელი პირები შეირჩნენ  დამატებითი პროცედურებისა და ძალისხმევის გარეშე. პარტიული ნიშნით თანამდებობებზე წევრების დანიშვნა არ მომხდარა მაღალი პროცენტობით, რადგან ძირითადად ოლქის მიერ დანიშნული წევრები დაინიშნენ თანამდემბობებზე. სხდომის ოქმი შეივსო კანონის ნორმათა დაცვით. სხდომამ ჩაიარა ინციდენტის გარეშე. სხდომის პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების“ წარმომადგენელმა აწარმოა ვიდეო გადაღება. ოლქის წარმომადგენელმა უბნის თავმჯდომარეს გადასცა ყველა საჭირო ინვენტარი. მოხდა მიღება-ჩაბარების ოქმის გაფორმება.§ ICDI-ის დამკვირვებელმა მიიღო ინფორმაცია, რომ N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის N6 საარჩევნო უბანზე სხდომა არ შედგა. აღნიშნული ინფორმაცია დამკვირვებელმა გადაამოწმა ოლქის თავმჯდომარესთან, რომელმაც აღნიშნული ფაქტი დაუდასტურა; მიზეზი - კომისიის წევრთა არ გამოცხადება იყო, სულ გამოცხადდა 4 წევრი.§ კრწანისის საარჩევნო ოლქის N16 საარჩევნო უბანზე სხდომა დაიწყო დროულად 11:30 საათზე. უბანზე გამოცხადდა კომისიის 11 წევრი. სხდომაზე ესწრებოდნენ ოლქის, ადგილობრივი და საერთაშორისო (ეუთო) არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომომადგენლები, რომლებიც ატარებდნენ შესაბამის სამკერდე ნიშნებს (ბეიჯები). ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან პირველი სხდომის პროცედურას ესწრებოდნენ „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების“ წარმომადგენელი ლია ელიკაშვილი და „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებას“ წარმომადგენელი კახაბერ ჭიჭინაძე. საერთაშორისო ორგანიზაციებიდან პირველ სხდომას ესწრებოდნენ ეუთოს წარმომადგენლები. „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „ყველა სხდომის გახსნა დადგმულ სპექტაკლს ჰგავს და თითქოს წინასწარ იციან უბნის ყველა წევრმა, თუ ვინ და ვინ უნდა აირჩიონ თანამდებობებზე“.ოლქის წარმომადგენლებმა უბნის კომისიის წევრებს შეახსენეს სხდომის პროცესის წარმართვის ინსტრუქცია და გამოავლინეს წევრებს შორის უხუცესი. უხუცესმა წევრმა სხდომა გახსნილად გამოაცხადა და დააყენა დღის წესრიგის დამტკიცების საკითხი. დღის წესრიგს მხარი დაუჭირა სხდომაზე მყოფმა თერთმეტივე წევრმა. შემდეგ უბნის რამდენიმე წარმომადგენელმა დაასახელა თავმჯდომარის 1 კანდიდატურა და ამ კანდიდატურას მხარი დაუჭირა 10-მა წევრმა. შემდგომ დაასახელეს მოადგილის 1 კანდიდატურა, რომელსაც მხარი დაუჭირა კომისიის 9 წევრმა. შემდეგ დაასახელეს მდივნის 1 კანდიდატურა, რომელსაც მხარი დაუჭირა კომისიის 10-მა წევრმა. ხელმძღვანელი პირები შერჩეულ იქნა დამატებითი პროცედურებისა და ძალისხმევის გარეშე. პარტიული ნიშნით თანამდებობებზე წევრების დანიშვნა არ მომხდარა. სხდომის ოქმი შევსებული იქნა კანონის ნორმათა დაცვით. სხდომამ ჩაიარა ინციდენტის გარეშე. სხდომის პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების“ წარმომადგენელმა აწარმოა ვიდეო გადაღება. ოლქის წარმომადგენელმა უბნის თავმჯდომარეს გადასცა ყველა საჭირო ინვენტარი. მოხდა მიღება-ჩაბარების ოქმის გაფორმება.N1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქი § მთაწმინდის საარჩევნო ოლქის N1 უბანზე, სხდომა დაიწყო დროულად. სხდომას ესწრებოდნენ მთაწმინდის ოლქის თავმჯდომარე და ოლქის დანარჩენი წევრები. ოთახში გამოყოფილი იყო კუთხე ვიდეო და ფოტო გადაღებისთვის, თუმცა აღსანიშნავია რომ გადაღებას არცერთი წარმომადგენელი არ აწარმოებდა. სხდომის დროს მონიტორინგს ახორციელებდა მხოლოდ ICDI-ის წარმომადგენელი. სხდომა გახსნა უხუცესმა წევრმა, რომელსაც გადაცემული ჰქონდა ყველა საჭირო მასალა. სხდომას დაესწრო საუბნო საარჩევნო კომისიის 11 წევრი. არ ესწრებოდა პარტიის მიერ დანიშნული ორი წევრი: ნაციონალური მოძრაობის და პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი. აღსანიშნავია, რომ ყველა უბნის წევრს შეატყობინეს სხდომის დრო და ადგილი ვადების სრული დაცვით.კომისიის წევრებმა წამოაყენეს თავმჯდომარეობის ერთი კანდიდატი. თავმჯდომარის ასარჩევად ჩატარდა სახელობითი კენჭისყრა. თავმჯდომარე აირჩა 9 ხმით 2-ის წინააღმდეგ. იდენტური მაჩვენებლები დაფიქსირდა მოადგილისა და მდივნის არჩევისას. სხდომა მიმდინარეობდა ყველა წესის დაცვით კანონის ფარგლებში. არ მომხდარა პროცესების გაწელვა დროში და თანამდებობაზე არჩევაც ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიარა. საკითხის მოგვარება ხდებოდა უმოკლეს დროში. ყველა წევრს ჰქონდა საშუალება არჩეული ყოფილიყო, ან აერჩია სხვა თავისი სურვილიდან გამომდინარე, არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.აღსანიშნავია, რომ სხდომის ოქმი შედგა დარღვევების გარეშე, გამოიცა შესაბამისი განკარგულებები. სხდომის შემდეგ საუბნო კომისიის წევრებს გადაეცათ საჭირო მასალა, რათა განეხორციელებინათ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები.§ მთაწმინდის საარჩევნო ოლქის N3 საარჩევნო უბანზე კომისიის პირველ სხდომას ICDI-ის დამკვირვებელთან ერთად ესწრებოდა ა(ა)იპ ,,საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირი’’-ს წარმომადგენელი მაია შუკაკიძე, რომელსაც ჰქონდა ბეიჯი და ახორციელებდა დაკვირვებას მთაწმინდის საარჩევნო ოლქზე.სხდომას დაესწრო საუბნო საარჩევნო კომისიის 10 წევრი. ყველაფერი ჩატარდა კანონის დაცვით. თავმჯდომარე, მოადგილეც და მდივანიც აირჩა დამსწრეთა სრული უმრავლესობით, 10 ხმა არც ერთის წინააღმდეგარ გამოცხადდა სამი პარტიული წევრი: ნაციონალური მოძრაობის, საქართველოს ქრისტიან-კონსერვატორთა პარტიის და ევროპული საქართველოს წევრები.§ მთაწმინდის საარჩევნო ოლქის N5 საარჩევნო უბანზე კომისიის პირველ სხდომას ესწრებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის 10 წევრი. იგი ჩატარდა კანონის დაცვით. თავმჯდომარე იქნა არჩეული 9 ხმით 1-ის წინააღმდეგ. ხოლო მოადგილე და მდივანი დამსწრეთა სრული უმრავლესობით. უბანზე არ გამოცხადდა ოლქის მიერ არჩეული ერთი წევრი და პარტიული ნიშნით დანიშნული ორი წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლები.§ მთაწმინდის საარჩევნო ოლქის N7 საარჩევნო უბნის პირველ სხდომაზე გამოცხადდა საუბნო საარჩევნო კომისიის 11 წევრი. თავმჯდომარე აირჩა 9 ხმით 2 ის წინააღმდეგ, ხოლო მოადგილე და მდივანი 8 ხმით 3-ის წინააღმდეგ. სხდომას არ ესწრებოდა პარტიული ნიშნით დანიშნული კომისიის 2 წევრი: გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის და პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები.§ მთაწმინდის საარჩევნო ოლქის N9 საარჩევნო უბნის პირველ სხდომაზე გამოცხადდა საუბნო საარჩევნო კომისიის 12 წევრი. თავმჯდომარე აირჩა 11 ხმით ერთის წინააღმდეგ, ხოლო მოადგილე და მდივანი 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ. სხდომას არ ესწრებოდა პარტიოტთა ალიანსის მიერ დანიშნული კომისიის წევრი.§ მთაწმინდის საარჩევნო ოლქის N11 საარჩევნო უბნის პირველ სხდომას ესწრებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის 9 წევრი, რომლებიც კომისიაში გამოცხადნენ დაგვიანებით, რის გამოც სხდომა რამდენიმე წუთით გვიან დაიწყო. თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი აირჩა 7 ხმით 2 ის წინააღმდეგ, თუმცა ამ ორ წევრს არ გამოუთქვამს სხდომაზე არანაირი განსხვავებული აზრი, თუ რატომ ეწინააღმდეგებოდნენ არჩევანს. სხდომა წარიმართა კანონის მოთხოვნების დაცვით. სხდომის დასრულებისა და სხდომის ოქმის გაფორმების შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და კონსერვატიული პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრები ოლქის მდივანს სთხოვნენ მიეღო განსხვავებული აზრი, რომელიც იყო წინასაწარ მომზადებული და აეკრათ იგი სხდომის ოქმზე, თუმცა სხდომაზე არაფერი გამოუთქვამთ განსხვავებული აზრის შესახებ. შემდეგ ოლქში გამოცხადდა ნაც მოძრაობის წარმომადგენელი საოლქო კომისიაში და მოითხოვა განსხვავებული აზრის მიღება, რომელიც შედგენილ იქნა პროცედურის დარღვევით. შესაბამისად, ეს განსხვავებული აზრი არ დაერთო სხდომის ოქმს. მსგავსი შემთხვევა განმეორდა სხვა რამდენიმე უბანზეც (მაგ. N15 საარჩევნო უბანი - რომელსაც დაესწრო ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი).სხდომას არ დაესწრო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული ერთი და პარტიების მიერ დანიშნული სამი წევრი : ევროპული საქართველოს, პატრიოტთა ალიანსის და გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლები.§ მთაწმინდის საარჩევნო ოლქის N13 საარჩევნო უბნის პირველ სხდომას დაესწრო საუბნო საარჩევნო კომისიის 12 წევრი. თავმჯდომარის და მოადგილის არჩევა მოხდა 11 ხმით ერთის წინააღმდეგ, ხოლო მდივანი აირჩა 10 ხმით ორის წინააღმდეგ. სხდომას არ ესწრებოდა ერთი პარტიული წევრი: პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი. პროცესმა ჩაიარა მშვიდ გარემოში კანონის მოთხოვნების შესაბამისად.§ მთაწმინდის საარჩევნო ოლქის N15 საარჩევნო უბნის პირველ სხდომას დაესწრო ეუთოს სადამკვირვებლო მისია. სხდომაზე გამოცხადდა საუბნო საარჩევნო კომისიის 12 წევრი. თავმჯდომარე აირჩა 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ. ხოლო მოადგილე და მდივანი აირჩა 9 ხმით 3-ის წინააღმდეგ. სხდომას არ ესწრებოდა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული ერთი წევრი. სხდომა, მშვიდ გარემოში, კანონის მოთხოვნების დაცვით ჩატარდა.§ მთაწმინდის საარჩევნო ოლქის N17 საარჩევნო უბნის პირველ სხდომას დაესწრო საუბნო საარჩევნო კომისიის 10 წევრი. თავმჯდომარის არჩევა მოხდა 9 ხმით 1-ის წინააღმდეგ, ხოლო მოადგილე და მდივანი აირჩნენ დამსწრეთა სრული უმრავლესობით. სხდომაზე არ გამოცხადდა პარტიების მიერ დანიშნული სამი წევრი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, კონსერვატიული პარტიის და პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი. სხდომა, მშვიდ გარემოში, კანონის მოთხოვნების დაცვით ჩატარდა.§ მთაწმინდის საარჩევნო ოლქის N19 საარჩევნო უბნის პირველ სხდომას დაესწრო საუბნო საარჩევნო კომისიის 10 წევრი. თავმჯდომარე აირჩა 9 ხმით ერთის წინააღმდეგ, ხოლო მოადგილე და მდივანი 8 ხმით 2-ის წინააღმდეგ.  სხდომაზე არ გამოცხადდა ოლქის მიერ არჩეული ერთი და პატრიოტთა ალიანსისა და კონსერვატიული პარტიის მიერ დანიშნული წევრები. სხდომა, მშვიდ გარემოში, კანონის მოთხოვნების დაცვით ჩატარდა.§ მთაწმინდის საარჩევნო ოლქის N19 საარჩევნო უბნის პირველ სხდომას დაესწრო NDI-ის დამკვირვებელი. სხდომაზე გამოცხადდა საუბნო საარჩევნო კომისიის 9 წევრი. თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი აირჩა დამსწრეთა სრული უმრავლესობით. სხდომას არ ესწრებოდა ოთხი პარტიული წევრი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, კონსერვატიული პარტიის, ევროპული საქართველოს და გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლები.სხდომა, მშვიდ გარემოში, კანონის მოთხოვნების დაცვით ჩატარდა.§ მთაწმინდის საარჩევნო ოლქის N23 საარჩევნო უბნის პირველ სხდომას ესწრებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის 12 წევრი. თავმჯდომარე აირჩა 11 ხმით ერთის წინააღმდეგ, მოადგილე 12 ხმით არც ერთის წინააღმდეგ და მდივანი 10 მომხრით ორის წინააღმდეგ. სხდომას არ დაესწრო ერთი პარტიული წევრი ევროპული საქართველოს წარმომადგენელი. სხდომა, მშვიდ გარემოში, კანონის მოთხოვნების დაცვით ჩატარდა.§ მთაწმინდის საარჩევნო ოლქის N25 საარჩევნო უბნის პირველ სხდომას დაესწრო საუბნო საარჩევნო კომისიის 11 წევრი. თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი აირჩა 9 ხმით 2-ის წინააღმდეგ.  სხდომას არ დაესწრო ორი პარტიული წევრი: მრეწველების და პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები. სხდომა, მშვიდ გარემოში, კანონის მოთხოვნების დაცვით ჩატარდა.§ მთაწმინდის საარჩევნო ოლქის N27 საარჩევნო უბანზე პირველი სხდომა გაიხსნა ზუსტ დროს. სხდომას ესწრებოდა ა(ა)იპ ,,საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირი”-ს წარმომადგენელი. სხდომას ესწრებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის 12 წევრი. თავმჯდომარე და მოადგილე აირჩა 11 ხმით 1-ის წინააღმდეგ, ხოლო მდივანი დამსწრეთა სრული უმრავლესობით. სხდომას არ დაესწრო პატრიოტთა ალიანსის მიერ დანიშნული კომისიის წევრი. სხდომა, მშვიდ გარემოში, კანონის მოთხოვნების დაცვით ჩატარდა.§ მთაწმინდის საარჩევნო ოლქის N29 საარჩევნო უბანზე პირველ  სხდომას ესწრებოდა კომისიის 11 წევრი. თავმჯდომარე აირჩა 7 ხმით 4-ის წინააღმდეგ. მოადგილე- 11 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, ხოლო მდივანი 9 ხმით 2-ის წინააღმდეგ. სხდომას არ დაესწრნენ მრეწველების და პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები. სხდომამ ჩაიარა მშვიდ გარემოში ყოველგვარი კანონის დარღვევის გარეშე.§ მთაწმინდის საარჩევნო ოლქის N31 საარჩევნო უბანზე პირველ სხდომას დაესწრო საუბნო საარჩევნო კომისიის 9 წევრი. თავმჯდომარე და მდივანი აირჩა დამსწრეთა სრული უმრავლესობით, 9 ხმით არც ერთის წინააღმდეგ. ხოლო მოადგილე 7 ხმით 2-ის წინააღმდეგ. სხდომას არ ესწრებოდა პარტიების მიერ დანიშნული 4 წევრი: ევროპული საქართველოს, გაერთიანებული დემოკრატების, მრეწველების და პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები. სხდომამ ჩაიარა კანონის დაცვით მშვიდ გარემოში.§ მთაწმინდის საარჩევნო ოლქის N35 საარჩევნო უბანზე სხდომას დაესწრო საუბნო საარჩევნო კომისიის 11 წევრი. ხელმძღვანელი პირები აირჩნენ 8 ხმით სამის წინააღმდეგ. სამმა კომისიის წევრმა დაწერა განსხვავებული აზრი, რომელიც ოქმს დაერთო თან. სხდომას არ დაესწრო ორი პარტიული წევრი: ევროპული საქართველოს და პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები. სხდომა, მშვიდ გარემოში, კანონის მოთხოვნების დაცვით ჩატარდა.§ მთაწმინდის საარჩევნო ოლქის N37, N38 და N39 საარჩევნო უბნებზე პირველ სხდომებს ადგილობრივი დამკვირვებლის გარდა დაესწრო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი თინათინ ქოროღლიშვილი. უბნებზე არ მომხდარა არანაირი ზეწოლის ფაქტი და არც ჩარევა სხდომის წევრების მიერ აზრის დაფიქსირებაში. სხდომას დაესწრო საუბნო საარჩევნო კომისიის 11 წევრი. თავმჯდომარე აირჩა 8 ხმით სამის წინააღმდეგ. მოადგილის კანდიდატურაზე დასახელდა ორი წევრი, თუმცა ერთი წარადგინა მხოლოდ ერთმა წევრმა, შესაბამისად კენჭი არ ეყარა მის კანდიდატურას. მოადგილე აირჩა 8 ხმით 3-ის წინააღმდეგ, ხოლო მდივანი 9 ხმით 2-ის წინააღმდეგ. სხდომას არ დაესწრო პარტიების მიერ დანიშნული კომისიის ორი წევრი: ევროპული საქართველოს და პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები. სხდომამ ჩაიარა კანონის სრული დაცვით.§ მთაწმინდის საარჩევნო ოლქის N39 საარჩევნო უბანზე პირველ სხდომას დაესწრო საუბნო საარჩევნო კომისიის 11 წევრი. თავმჯდომარისა და მოადგილის თანამდებობაზე წამოაყენეს ორი კანდიდატურა და კენჭისყრა მათ ცალ-ცალკე. სახელობით კენჭისყრაზე თავმჯდომარის თანამდებობაზე პირველ კანდიდატს ჰყავდა 8 მომხრე და 3 წინააღმდეგი, ხოლო მეორე კანდიდატს 2 მომხრე და 9 წინააღმდეგი. შესაბამისად, გაიმარჯვა პირველმა კანდიდატმა. ადგილის თანამდებობაზე პირველმა კანდიდატმა მოაგროვა 9 ხმა 2-ის წინააღმდეგ, ხოლო მეორე კანდიდატმა 3 ხმა 8-ის წინააღმდეგ. შესაბამისად პირველი კანდიდატი აირჩა. მდივანი აირჩიეს 9 ხმით 2-ის წინააღმდეგ. კენჭისყრაში ორჯერ დამარცხებულმა კანდიდატმა დაწერა განსხვავებული აზრი, რაც ოქმს დაერთო. სხდომას არ ესწრებოდა პარტიების მიერ დანიშნული ორი წევრი: ევროპული საქართველოს და პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები. სხდომამ ჩაიარა კანონის დაცვით.N19 თიანეთის საარჩევნო ოლქი§ ICDI-ის დამკვირვებელი იმყოფებოდა თიანეთის საარჩევნო ოლქის N17 საარჩევნო უბანზე სოფელ ღულელების საუბნო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომაზე, რომელიც მოწვეული იყო თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი ცალუღელაშვილის მიერ. სხდომა დაიწყო მცირეოდენი დაგვიანებით. სხდომას ესწრებოდა კომისიის 9 წევრი. კომისიის თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას ხელმძღვანელობდა კომისიის უხუცესი წევრი. სხდომას არ ესწრებოდა არცერთი პარტიის წევრი და სხვა დამკვირვებელი ორგნიზაციის წარმომადგენელი.სხდომაზე სახელდებითი კენჭისყრით აირჩიეს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - თამარ ბურდული, თავმჯდომარის მოადგილე მამუკა არაბული და კომისიის მდივანი - თამარ კეკოშვილი. გაფორმდა საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება, რომელსაც ხელი მოაწერა კომისიის სხდომის თავმჯდომარემ და კომისიის მდივანმა.საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრებს გადასცა კორესპოდენცია, ცესკოს ბუკლეტები და ამომრჩეველთა სია, ამასთან მისცა დავალება სიების დროულად გამოკვრის შესახებ. მან სხდომის წევრებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და მასში მონაწილეობა.§ ICDI-ის დამკვირვებელი დაესწრო თიანეთის საარჩევნო ოლქის სოფ. ხევსურთსოფლის N19 საუბნო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომას. სხდომა დაიწყო დროულად 14.00 სთ-ზე. სხდომას ესწრებოდა კომისიის 9 წევრი. კომისიის თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას ხელმძღვანელობდა უხუცესი წევრი. სხდომას არ ესწრებოდა არცერთი პარტიის წევრი და სხვა დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენელი. სახელობითი კენჭისყრის შედეგად აირჩიეს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე-მიხეილ სიმონიშვილი,თავმჯდომარის მოადგილე შორენა ტუშური და კომისიის მდივანი ხატია ხახაშვილი.სხდომა მიმდინარეობა მშვიდ გარემოში. აღსანიშნავია კომისიის წევრთა კომპეტენტურობა.გაფორმდა საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება, რომელსაც ხელი მოაწერეს კომისიის სხდომის თავმჯდომარემ და კომისიის მდივანმა. საოლქო საარჩევნო კომისიის  თავმჯდომარემ კომისიის წევრებს გადასცა კორესპოდენცია, ცესკოს ბუკლეტები და ამომრჩეველთა სია, საარჩევნო უბანზე გამოსაკრავად. გიორგი ცალუღელაშვილმა შეახსენა კომისიის წევრებს, რომ ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და მასში მონაწილეობა. სხდომაზე ხელის შეშლის და წესრიგის დარღვევის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.N27 მცხეთის საარჩევნო ოლქი · ICDI-ის დამკვირვებელი იმყოფებოდა მცხეთის საარჩევნო ოლქის N1 საარჩევნო უბანზე. სხდომა დაიწყო 11:00 საათზე. სხდომას ესწრებოდა კომისიის 9 წევრი. კომისიის წევრებს არ ჰქონდათ სამკერდე ნიშნები. ფურცელზე ჰქონდათ ინფორმაცია კომისიის წევრთა ვინაობის შესახებ. სხდომა გახსნა უხუცესმა წევრმა. სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, აირჩიეს თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი. სამივე კანდიდატურას კენჭი ეყარა პროცედურის დაცვით.N29 ყაზბეგის საარჩევნო ოლქი· ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, დაბა სტეფანწმინდის N1 უბანზე სხდომა ჩანიშნული იყო 20 სექტემბერს 2 საათზე. აღსანიშნავია, რომ სხდომა გაიხსნა დროულად. სხდომა გახსნა უხუცესმა წევრმა. მოხდა თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივანის არჩევა. სხდომაზე არ გამოცხადდა პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, პ/გ „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატული პარტიის“ მიერ დანიშნული და ოლქის მიერ არჩეული ერთი წევრი. შესაბამისად, სხდომას დაესწრო კომისიის 10 წევრი. სხდომამ ჩაიარა მშვიდობიან გარემოში, კონონის მოთხოვნების დაცვით.N28 დუშეთი საარჩევნო ოლქი· ICDI-ის დამკვირვებელი ესწრებოდა N28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისის N4 უბანზე პირველ სხდომას. სხდომა 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო. სხდომას ესწრებოდა კომისიის 10 წევრი. სხდომას არ ესწრებონენ 3 პოლიტიკური სუბიექტის (ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო და ქრისტიან-დემოკრატები) მიერ დანიშნული კომისიის წევრები. პატრიოტთა ალიანსისა და გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის მიერ დანიშნულმა კომისიის წევრებმა არ იცოდენ, თუ რომელი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლები იყვნენ. საოლქოს წარმომადგენელმა ჩაატარა ინსტრუქტაჟი სხდომის გახსნასთან დაკავშირებით. უხუცესი წევრი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომას ვერ გაუძღვა. თავმჯდომარე, მდივანი და მოადგილე კომისიის წევრებმა ერთხმად აირჩიეს. პირველმა სხდომამ მცირე ხარვეზების ფონზე ჩაიარა.კახეთის საოლქო საარჩევნო კომისიებია(ა)იპ „ახალგაზრდული ცენტრი - ჩვენი თაობა 1921“ პარტნიორ არასამთავრებო ორგანიზაცია ა(ა)იპ „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრთან“ ერთად სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში დაესწრო კახეთის საუბნო საარჩევნო კომისიებში გამართულ პირველ სხდომებს. დაკვირვება წარმოებდა კახეთის რვავე ოლქში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეულ საარჩევნო უბნებზე. ყველა მოცემულ უბანზე არჩეულ იქნა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი. აღსანიშნავია, რომ არც ერთ ამ უბანზე არ ყოფილან სხვა ადილობრივი, თუ საერთაშორისო დამკვირვებლები, ასევე ის, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის პოზიციების დიდ უმრავლესობაზე არჩეული იყვნენ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული კომისიის წევრები, ცალკეულ შემთხვევაში ამ პოზიციებზე აირჩიეს პ.გ. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს მიერ დანიშნული კომისიის წევრები.Ø მე-11 ოლქის (საგარეჯოს) მე-2 უბნის კომისიის სხდომა დაიწყო 12:00 საათზე. კომისიის სხდომას ესწრებოდა 11 წევრი. კომისიის თავმჯდომარის, მოადგილის და მდივნის პოზიციაზე წამოყენებულ ერთადერთ კანდიდატებს სამივე შემთხვევაში ჰყავდა 10 მომხრე და 1 წინააღმდეგი.Ø მე-12 ოლქის (გურჯაანის) 28-ე უბნის კომისიის სხდომა დაიწყო ათი წუთის დაგვიანებით 12:10 საათზე. კომისიის სხდომას ესწრებოდა 10 კომისიის წევრი. თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის პოზიციაზე წამოყენებული იყო მხოლოდ თითო-თითო კანდიდატურა, სამივე მათგანს ჰყავდა 9 მომხრე და 1 წინააღმდეგი.Ø მე-13 ოლქის (სიღნაღის) პირველი უბნის კომისიის სხდომა დაიწყო 12:00 საათზე და მას ესწრებოდა კომისიის 11 წევრი. თავმჯდომარის, არჩევაში მონაწილეობა მიიღო კომისიის ათმა წევრმა და ათივემ ერთხმად დაუჭირეს მხარი წამოყენებულ კანდიდატურას. მოადგილისა და მდივნის არჩევაში მონაწილეობდა კომისიის თერთმეტი წევრი და თერთმეტივემ ერთხმად დაუჭირეს მხარი წამოყენებულ კანდიდატებს.Ø მე-14 ოლქის (დედოფლისწყაროს) მე-3 უბანზე კომისიის სხდომა დაიწყო 12:00 საათზე და მას ესწრებოდა კომისიის 10 წევრი. კომისიის თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის კანდიდატურაზე წამოყენებულ კანდიდატებს კომისიამ ერთხმად დაუჭირა მხარი. ალტენატიული კანდიდატურები არ წამოყენებულა.Ø მე-15 ოლქის (ლაგოდეხის) მე-16 უბანზე სხდომა დაიწყო 12 საათზე, სხდომას ესწრებოდა 8 წევრი (კომისიის ყველა წევრი ინფორმირებული იყო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ). როგორც თავმჯდომარის, ასევე მისი მოადგილისა და მდივნის არჩევის პროცესი მიმდინარეობდა გამჭვირვალედ და პროცედურების დაცვით. სამივე კანდიდატურა არჩეულ იქნა ერთხმად.Ø მე-16 ოლქის (ყვარელის) მე-10 უბანზე სხდომა დაიწყო 11 საათზე, სხდომას ესწრებოდა კომისიის 11 წევრი. კომისიის თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის პოზიციაზე წამოყენებულ იქნა თითო-თითო კანდიდატურა, რომელთაც კომისიამ ერთხმად დაუჭირა მხარი.Ø მე-17 ოლქის (თელავის) მე-3 უბანზე სხდომა დაიწყო 14:13 საათზე, სხდომას ესწრებოდა კომისიის 12 წევრი. კომისიის თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის პოზიციაზე წამოყენებულ იქნა თითო-თითო კანდიდატურა, სამივე შემთხვევაში კანდიდატებს ჰყავდათ 11 მომხრე და 1 წინააღმდეგი. მესამე უბანზე მცირე ინციდენტი მოხდა. ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულ კომისიის წევრს განსხვავებული აზრის დაფიქსირება უნდოდა, რომელსაც ოქმს დაურთავდა, თუმცა არჩეული თავმჯდომარე ამაზე უარს აცხადებდა, მაგრამ მოგვიანებით დათანხმდა.Ø მე-17 ოლქის (თელავის) მე-4 უბანზე სხდომა დაიწყო 13:03 საათზე, სხდომას ესწრებოდა კომისიის 9 წევრი. კომისიის თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის პოზიციაზე წამოყენებულ იქნა თითო-თითო კანდიდატურა, სამივე შემთხვევაში კანდიდატებს კომისიამ ერთხმად დაუჭირა მხარი.Ø მე-17 ოლქის (თელავის) მე-13 უბანზე სხდომა დაიწყო 11:00 საათზე, სხდომას ესწრებოდა კომისიის 10 წევრი. კომისიის თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის პოზიციაზე წამოყენებულ იქნა თითო-თითო კანდიდატურა, სამივე შემთხვევაში კანდიდატებს ჰყავდათ 9 მომხრე და 1 წინაარმდეგი.Ø მე-18 ოლქის (ახმეტის) მე-2 უბანზე სხდომა დაიწყო 12 საათზე, სხდომას ესწრებოდა კომისიის 12 წევრი, კომისიის თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის კანდიდატურებს კომისიის სხდომაზე დამსწრე თორმეტივე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.ICDI-ის დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით პირველი სხდომები ძირითადად მშვიდ გარემოში კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით ჩატარდა. სადამკვირვებლო მისიის განხორციელებისას ყურადღება ექცეოდა, თუ რამდენად კანონიერად წარიმართებოდა სხდომა, იზღუდებოდა, თუ არა საარჩევნო უბნის კომისიის წევრთა არჩევის თავისუფლება და ხომ არ ხდებოდა ზეწოლა მათ გადაწყვეტილებებზე, აგრეთვე, ამომრჩეველთა სიების საჯაროობის საკითხები.§ საუბნო საარჩევნო კომისიიებში შეინიშნება გენდერული დისბალანსი, რადგან უბნის წევრების უმეტესობა მდედრობითი სქესის წარმომადგენლები არიან.§ უბნებზე არ ხდება პარტიული წევრების თანამდებობებზე არჩევა, ან ხდება ძალიან მცირე პროცენტულობით.§ უბნებზე პრობლემების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი. რადგან საოლქო საარჩევნო კომისია მოქმედებს ძალიან ორგანიზებულად.§ საუბნო საარჩევნო კომისიებში თითქმის თანაბრად არიან წარმოდგენილი, როგორც გამოცდილი კადრები, რომელთაც წინა არჩევნებშიც აქვთ მიღებული გამოცდილება, ასევე ახალი კადრებიც.§ მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს სხდომის ოქმის შევსების რეკვიზიტებზე.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომების მონიტორინგი 

კომისია იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანებით შეიქმნა და მისი მიზანი 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნაა.თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის ფორმატი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს არჩევნების პერიოდში, რადგან პოლიტიკურ პარტიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აქვთ საშუალება უშუალოდ წარადგინონ საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებული მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები კომისიის წინაშე და კომისიის წევრებს მიაწოდონ ინფორმაცია სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით. კომისიის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი.

ICDI-ის წინადადება ცესკოს გადასატანი ყუთის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, გადასატანი ყუთის წამღები კომისიის ორი წევრი წილისყრით გამოვლინდება, კომისიაში შემავალი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული წევრებისგან.ეს უკანასკნელი გარემოება შესაძლებელია არათანაბარ პირობებში აყენებდეს საარჩევნო სუბიექტებს, ვინაიდან კომისიაში წევრის დანიშვნის უფლების მქონე პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკში გაერთიანების შემთხვევაში, აღნიშნული სუბიექტები უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ აუცილებელია აღნიშნული საკითხის დარეგულირება, რაც უზრუნველყოფს ერთგვაროვანი მიდგომის ჩამოყალიბებას საარჩევნო კოდექსით დადგენილ მსგავს პროცედურებთან მიმართებით.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრმა მიმართა ცესკოს წინადადებით, რათა მას განეხილა საკითხი, გადასატანი ყუთის წამღები კომისიის ორი წევრის წილისყრით გამოვლენის პროცედურასთან დაკავშირებით, რათა აღნიშნულ პროცესში საარჩევნო სუბიექტებმა თანაბარი პირობებით ისარგებლონ.14 სექტემბერს დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის მიერ წარდგენლი წინადადება ცესკომ სხდომაზე განიხილა. ცესკომ იმსჯელა და დაადგინა:1. თუ საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩატარებული წილისყრის შედეგად გამოვლინდა, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრები ერთ საარჩევნო სუბიექტში შემავალი პარტიების მიერ არიან დანიშნული, ასეთ შემთხვევაში ამ ფუნქციის შესრულება დაეკისრება აღნიშნულ კომისიის წევრთაგან ერთ-ერთს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხოლო გადასატანი ყუთის წამღები კომისიის მეორე წევრის გამოსავლენად გაიმართება ხელახალი წილისყრა, ზემოაღნიშნული კომისიის წევრების მონაწილეობის გარეშე.2. წევრებს შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში, გადასატანი ყუთის წამღები კომისიის 2 წევრის გამოსავლენად ასევე, გაიმართება ხელახალი წილისყრა აღნიშნული წევრების მონაწილეობის გარეშე. ამასთან, შეუთანხმებლობა წარმოადგენს კომისიის წევრების უარს მათთვის მინიჭებული ფუნქციების შესრულებაზე და საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის დ1 ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიის წევრები კარგავენ სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ჩასატარებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის უფლებას.მისასალმებელია, ცესკოს მხრიდან შემზღუდავი რეგულაციების მიღება წილისყრის პროცედურის თანაბარ პირობებში ჩასატარებლად.

ICDI-ის ინიციატივა ცესკოს პარტიული სიების წარდგენა/რეგისტრაციასთან დაკავშირებით

ICDI-იმ განცხადებით მიმართა ცესკოს, რათა მან გააგრძელოს საკუთარი პრაქტიკა საარჩვენო გარემოს სამართლიან და გამჭვირვალე პირობებში წარსამართად. არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვს, ცესკომ კვლავ გამოსცეს ნორმატიურლი აქტი, რომლითაც დარეგულირდება პარტიების და ბლოკების პარტიული სიის ექსპლუატაციის საკითხი.საარჩევნო კოდექსის მოქმედი რეგულაციების თანახმად, პარტიული სიების რეგისტრაციის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს კვლავ წარმოადგენს ის გარემოება, როდესაც პარტიული სია ჩამოსცდება კანონით დადგენილ მინიმალურ ოდენობას, თუმცა კოდექსი კვლავ არ განსაზღვრავს იმ კონკრეტულ და წინასწარ განჭვრეტად გარემოებებს, რომელთა დადგომის შემთხვევაშიც იქნებოდა შესაძლებელი სიის გაუქმება, ამ სიის კანონით დადგენილი ოდენობების ჩამოცდენისას. ზემოაღნიშნული დადგენილება გახლავთ, მხოლოდ ბოლო თვითმმართველობის არჩევნებისათვის მიღებული სამართლებრივი აქტი და მისი მოქმედება არ ვრცელდება მიმდინარე არჩევნების რეგულაციებზე, ორგანიზაციას მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა ცესკოს გაეგრძელებინა საკუთარი პრაქტიკა და საკითხი ამჯერადაც დაერეგულირებინა ნორმატიული აქტით, რითაც, ამ არჩევნებზეც იქნებოდა გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი მიმდინარე საარჩევნო გარემოს სამართლიან და გამჭვირვალე პირობებში წარსამართად ასევე, ცესკოს ამ გადაწყვეტილებით, პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისათვის წარმოიშვებოდა დამატებითი საკანონმდებლო გარანტიები, მათი პარტიული სიებისა და ამ სიებში მყოფი კანდიდატებისათვის მეტი დაცულობისა და არჩევნებში მონაწილეობის სტაბილურობის შეგრძნების განმტკიცებისათვის. მიგვაჩნია, რომ ცესკოს მხრიდან ჩვენი თხოვნის გაზიარება და საკუთარი პრაქტიკის გაგრძელების გზით, ანალოგიური აქტის გამოცემა იქნება ამ ეტაპზე დროული და იმგვარი ხასიათის გადაწყვეტილება, რომელიც ცალსახად გაზრდიდა საარჩევნო ადმინისტრაციისადმი არსებულ ნდობას, როგორც არჩევნებში ჩართული პოლიტიკური მოთამაშეების, ასევე დამკვირვებლებისა, თუ ამომრჩევლების მხრიდან.ჩვენი მოთხოვნით, გარკვეულ შემთხვევებში უნდა განხილულიყო ის გარემოებები, რომლითაც პარტიულ სიას რეგისტრაცია უწყდებოდა.წინადადების წარდგენის შემდგომ, 19 სექტემბრეს ცესკომ სხდომაზე განიხილა ICDI-ის მიერ წარდგენილი წინადადება, რომელიც პარტიული სიის კანონით დადგენილ მინიმალურ ზღვარზე ჩამოცდენისა და რეგისტრაციის მოხსნის კონკრეტული გარემოებების განსაზღვრის საკითხს ეხებოდა. საარჩევნო კოდექსის მოქმედი რეგულაციების თანახმად, პარტიული სიების რეგისტრაციის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს კვლავ წარმოადგენს ის გარემოება, როდესაც პარტიული სია ჩამოსცდება კანონით დადგენილ მინიმალურ ოდენობას, თუმცა კოდექსი კვლავ არ განსაზღვრავს იმ კონკრეტულ და წინასწარ განჭვრეტად გარემოებებს, რომელთა დადგომის შემთხვევაშიც იქნებოდა შესაძლებელი სიის გაუქმება, ამ სიის კანონით დადგენილი ოდენობების ჩამოცდენისას.ცესკომ გაითვალისწინა ICDI-ის წინადადება და მიიღო დადგენილება, რომლითაც განსაზღვრა ის გარემოებები, რომელთა დადგომის შემთხვევაში პარტიული სიის კანონით დადგენილი მინიმუმის ჩამოცდენისას პარტიულ სიას რეგისტრაცია გაუუქმდება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

30 აგვისტოს, ICDI ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმომწერი ორგანიზაცია გახდა.ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასა და ათ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის გაფორმდა. დოკუმენტის ხელმომწერი მხარეები საქართველოს ორგანული კანონის ,,საარჩევნო კოდექსის“ 45-ე, 48-ე, 49-ე მუხლების ერთგვაროვან განმარტებაზე თანხმდებიან. მემორანდუმზე ხელმოწერით მხარეები ადასტურებენ, რომ წინასაარჩევნო აგიტაციასთან მიმართებაში, ასევე, ადმინისტრაციული და სასამართლო საქმის წარმოების დროს მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ.ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საარჩევნო ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრების საფუძველზე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით შემუშავდა.მემორანდუმს ხელს აწერენ: ცენტრალური საარჩევნო კომისია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია, არასამთავრობო ორგანიზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო, დემოკრატიისა და განვითარების ცენტრი, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, საზოგადოებრივი დამცველი, სამოქალაქო საზოგადოები და დემოკრატიის განვითარების ცენტრი, დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი და ინსტიტუციური განვითარების და მონიტორინგის ცენტრი.ურთიერთთანამშრომლობის ამგვარი დოკუმენტი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან მიმართებაში გაფორმდა ასევე 2012, 2013, 2014 და 2016 წლების წინასაარჩევნო პერიოდშიც.

საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ სადამკვირვებელო ორგანიზაციათა ქცევის კოდექსი 

27 სექტემბერს თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების ხელშეწყობის, კანონის უზენაესობის პატივისცემისა და ძირითადი საარჩევნო პრინციპების განხორციელების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციის და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ქცევის კოდექსს და შეთანხმდნენ, რომ მათი საქმიანობის განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით და აღნიშნული ქცევის კოდექსით იხელმძღვანელებდნენ. დოკუმენტს, ხელი მოაწერა დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარემ მერი კაპანაძემ.აღნიშნული დოკუმენტი, პირველად შემუშავდა 2016 წლის 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მხარეები 2017 წლის არჩევნებისთვისაც შეთანხმდნენ ქცევის (ეთიკის) კოდექსით განსაზღვრულ დებულებებზე, რომელიც ხელს შეუწყობს, 21 ოქტომბრის არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალედ ჩატარებას.

შეხვედრები დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან

ICDI სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, გაცნობის მიზნით, ხვდება დიპლომატიურ კორპუსს, ელჩებსა და პოლიტიკურ ექსპერტებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.ICDI-ის ვიზიტი ეუთოს (OSCE) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან22 სექტემბერს, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძოდ, ააიპ ,,საზოგადოებრივ დამცველს”, ააიპ ,,მოძრაობა–მრავალეროვან საქართველოს” და ააიპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრს”. შეხვედრისას მხარეებმა იმსჯელეს მიმდინარე წლის არჩევნებზე წინასაარჩევნო პერიოდსა და სადამკვირვებლო მისიის განხორციელებისას წარმოჩენილ პრობლემასა და მათ გადაჭრის გზებზე.ააიპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარემ – ქალბატონმა მერი კაპანაძემ, ისაუბრა სადამკვირვებლო მისიის განხორციელების შემდეგ მიმართულებებზე: 1. საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის მონიტორინგი; 2. სამართლებრივი რეგულაციებისა და ცვლილებების მონიტორინგი და ინიციატივებით მიმართვა ცესკოსთვის; 3. პოლიტიკური პარტიების საქმიანობების მონიტორინგი; 4. კახეთში N17 თელავის ოლქში განვითარებულ ინციდენტთან დაკავშირებით.თითოეულმა წარმოდგენილმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ისაუბრა სადამკვირვებლო მისიის განხორციელების გზებზე, რესურსებზე, მეთოდოლოგიასა და მის როლზე. ასევე, იმსჯელეს, უკვე განხორციელებულ სადამკვირვებლო მისიებსა და 19-21 სექტემბერს პირველ საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომებზე არსებულ დარღვევებსა და ხარვეზებზე.ეუთოს სადამკვირვებლო მისიიდან შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ წარმომადგენლები, კერძოდ, მისიის ხელმძღვანელი კორინ იონკერი, ანალიტიკოსი პოლიტიკურ საკითხებში დიმაშ ალჟანოვი, ანალიტიკოსი საარჩევნო საკითხებში მაშა იანუშევიჩი და ქართველი წარმომადგენლები.ICDI-ის ვიზიტი საქართველოს რესპუბლიკური პარტიის (Republicans Party) წარმომადგენელთან5 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ (ICDI) და „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ (Republicans Party) წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.შეხვედრაზე, ერთის მხრივ, ICDI-ის თავმჯდომარე მერი კაპანაძემ და ორგანიზაციის გამგეობის წევრმა ტატო ირემაძემ მეორე მხარეს გააცნეს ორგანიზაციის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში, მთავარი აქცენტები გაკეთდა იმ პროცესებზე, რომლებიც დაკავშირებულია ხელისშემშლელ ბარიერებთან, რასაც წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიები აწყდებიან.საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა და ამავდროულად საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა მიხეილ ჩემიამ ICDI-ის წარმომადგენლებს გააცნო რესპუბლიკური პარტიის პრობლემები 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.ICDI ასევე, შეხვდა არასაპარლამენტო ოპოზიციას, სხვა საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად.დასკვნაამ დროისათვის ორგანიზაციის დამკვირვებლების მხრიდან განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა მცირე ხასიათის ხარვეზები, რომლებიც არსებით გავლენას არ ახდენენ თავისუფალი და მშვიდი საარჩევნო გარემოს არსებობაზე. 125 მოკლევადიანი, 16 გრძელვადიანი და მობილური ჯგუფების დამკვირვებლები აგრძელებენ დაკვირვებას თბილისში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში, რათა დროულად მოხდეს ხარვეზების აღმოჩენა და მათზე კანონმდებლობის ფარგლებში ეფექტური რეაგირება.ა(ა)იპ დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი (ICDI) (შემდგომში - ცენტრი/ICDI) დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში დაარსდა 2009 წლის 29 აპრილს. ცენტრის მიზნებს წარმოადგენს, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, საზოგადოების ინფორმირებულობა და არჩევნების მონიტორინგი. ცენტრის საქმიანობის მიმართულებებია: ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობის განმტკიცება და საარჩევნო პროცესების დემოკრატიულად წარმართვის ხელშეწყობა.ორგანიზაციის მიზნებიდან გამომდინარე, ცენტრი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შექმნილ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებში, მათ შორის, ცესკოსთან არსებულ შშმ პირთა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ამომრჩეველთა თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობისთვის შექმნილ სამუშაო ჯგუფებში.დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი დააკვირდა საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობას საქართველოს მასშტაბით. ცენტრი აქტიურად არის ჩართული ადამიანის უფლებათა დაცვისა და ადვოკატირების პროცესში, უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოებაში არჩევნების პოპულარიზაციას და ხელს უწყობს საარჩევნო პროცესებისადმი მათი  ნდობის განმტკიცებას.ცენტრის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის პირველი სამუშაო ჯგუფის წევრი და საარჩევნო ქვეჯგუფის კოორდინატორია.ცენტრი ახორციელებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგს.წინამდებარე ანგარიში მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდს, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია სადამკვირვებლო მისიის მიერ 25 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე.

ICDI სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, გაცნობის მიზნით, ხვდება დიპლომატიურ კორპუსს, ელჩებსა და პოლიტიკურ ექსპერტებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.ICDI-ის ვიზიტი ეუთოს (OSCE) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან22 სექტემბერს, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძოდ, ააიპ ,,საზოგადოებრივ დამცველს”, ააიპ ,,მოძრაობა–მრავალეროვან საქართველოს” და ააიპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრს”. შეხვედრისას მხარეებმა იმსჯელეს მიმდინარე წლის არჩევნებზე წინასაარჩევნო პერიოდსა და სადამკვირვებლო მისიის განხორციელებისას წარმოჩენილ პრობლემასა და მათ გადაჭრის გზებზე.ააიპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარემ – ქალბატონმა მერი კაპანაძემ, ისაუბრა სადამკვირვებლო მისიის განხორციელების შემდეგ მიმართულებებზე: 1. საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის მონიტორინგი; 2. სამართლებრივი რეგულაციებისა და ცვლილებების მონიტორინგი და ინიციატივებით მიმართვა ცესკოსთვის; 3. პოლიტიკური პარტიების საქმიანობების მონიტორინგი; 4. კახეთში N17 თელავის ოლქში განვითარებულ ინციდენტთან დაკავშირებით.თითოეულმა წარმოდგენილმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ისაუბრა სადამკვირვებლო მისიის განხორციელების გზებზე, რესურსებზე, მეთოდოლოგიასა და მის როლზე. ასევე, იმსჯელეს, უკვე განხორციელებულ სადამკვირვებლო მისიებსა და 19-21 სექტემბერს პირველ საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომებზე არსებულ დარღვევებსა და ხარვეზებზე.ეუთოს სადამკვირვებლო მისიიდან შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ წარმომადგენლები, კერძოდ, მისიის ხელმძღვანელი კორინ იონკერი, ანალიტიკოსი პოლიტიკურ საკითხებში დიმაშ ალჟანოვი, ანალიტიკოსი საარჩევნო საკითხებში მაშა იანუშევიჩი და ქართველი წარმომადგენლები.ICDI-ის ვიზიტი საქართველოს რესპუბლიკური პარტიის (Republicans Party) წარმომადგენელთან5 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ (ICDI) და „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ (Republicans Party) წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.შეხვედრაზე, ერთის მხრივ, ICDI-ის თავმჯდომარე მერი კაპანაძემ და ორგანიზაციის გამგეობის წევრმა ტატო ირემაძემ მეორე მხარეს გააცნეს ორგანიზაციის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში, მთავარი აქცენტები გაკეთდა იმ პროცესებზე, რომლებიც დაკავშირებულია ხელისშემშლელ ბარიერებთან, რასაც წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიები აწყდებიან.საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა და ამავდროულად საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა მიხეილ ჩემიამ ICDI-ის წარმომადგენლებს გააცნო რესპუბლიკური პარტიის პრობლემები 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.ICDI ასევე, შეხვდა არასაპარლამენტო ოპოზიციას, სხვა საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად.დასკვნაამ დროისათვის ორგანიზაციის დამკვირვებლების მხრიდან განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა მცირე ხასიათის ხარვეზები, რომლებიც არსებით გავლენას არ ახდენენ თავისუფალი და მშვიდი საარჩევნო გარემოს არსებობაზე. 125 მოკლევადიანი, 16 გრძელვადიანი და მობილური ჯგუფების დამკვირვებლები აგრძელებენ დაკვირვებას თბილისში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში, რათა დროულად მოხდეს ხარვეზების აღმოჩენა და მათზე კანონმდებლობის ფარგლებში ეფექტური რეაგირება.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160