სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან არსებული საკონსულტაციო კომისიის შეხვედრა
17 ოქტომბერს, პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობისა და კანონიერების მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან არსებული საკონსულტაციო კომისიის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა, კომისიის წევრი, „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ გამგეობის წევრი ტატო ირემაძე.შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
1. ელისაშვილის საწინააღმდეგო ფეისბუქ გვერდები;
2. თბილისის მერის რეკლამა, რომელიც გაკეთდა თბილისისთვის;
3. პეკინის ველობილიკის გახსნა;
4. მიკროავტობუსებზე ძველი რეკლამების არსებობა;
5. ოზურგეთში რესტორნის ფართის გამოყენება;
6. თბილისის ჰამქრის და პარტიზანი მებაღეების მიერ გავრცელებული ელისაშვილის ვიდეოები;
7. ვაშაძის კანდიდატის მიერ კალენდარის დარიგება სკოლებში;
8. ახალი ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობისა და ტრადიციონალისტების რეკლამა პატრიოტების მხარდასაჭერად;
9. რუსთავის მერიის ბროშურების გავრცელება;
10. საფეხბურთო მატჩში კალაძის მონაწილეობა;
11. 300 არაგველების სკვერში კრწანისობა 2017;
12. კახი კალაძის მიერ ფართების დაკანონების დაპირება;
13. ფოთის მერობის კანდიდატის პლაკატების ხარჯი;
14. ნაციონალური მოძრარობის ფასიანი პოლიტიკური რეკლამა;
ნახვები 870