უწყებათაშორისო კომისიის მორიგი სხდომა
16 ოქტომბერს დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი დაესწრო უწყებათაშორისი კომისიის სხდომას.
სხდომაზე განიხილეს:
- საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაცია დმანისში ადგილობრივი მოსახლეობის ‘’ყურანზე’’ დაფიცების ფაქტი;
- საერთო-სამოქალაქო მოძრაობა ‘’მრავალეროვანი საქართველოს’’ განცხადება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საარჩევნო სუბიექტ ‘’ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველოს’’ მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე განხოციელებულ შესაძლო ზეწოლა;
- პოლიტიკური გაერთიანების - ‘’ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის’’ - განცხადებები.
- ქ. მარტვილსა და ქ. საგარეჯოში საარჩევნო ბლოკ ‘’ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველოს’’ სააგიტაციო მასალაზე ‘’ქართული ოცნება - დემოკრატიული საქათველოს’’ საარჩევნო პლაკატების გადაკვრის ფაქტები;
- მარნეულში 5 ოქტომბერს და 7 ოქტომბერს საარჩევნო ბლოკ ‘’ბაქრაძე, უგულავა ევროპული საქართველოს’’ წარმომადგენლებზე (ნიაზ გულიევი; ორჰან მამედოვი; აჰმედ იმამკულიევი) განხორციელებულ შესაძლო ძალადობრივ ფაქტები;
- 23 სექტემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტში საარჩევნო ბლოკ ‘’ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველოს’’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ალი მამედოვზე განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი;
- საარჩევნო ბლოკ ‘’ბაქრაძე, უგულვა - ევროპულ საქართველოს’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კანდიდატთა - კახა გორდულაძესა და გიორგი კუჭავას - მიმართ გახორციელებული შესაძლო ზეწოლა კანდიდატურების მოხსნასთან დაკავშირებით;
- 3 ოქტომბერს პოლიტიკური გაერთიანების - ‘’ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის’’ - ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის ოფისზე (ვერანდაზე) განთავსებული სააგიტაციო მასალის დაზიანების თაობაზე; ქ. ზუგდიდში მათი პარტიის საარჩევნო პლაკატების ჩამოხევის/განადგურების ფაქტები;
5.ა(ა)იპ ‘’ ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის’’ მიერ წამოდგენილი განცხადება ‘’ქართული ოცების’’ თბილისის სამგორის რაიონის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატ ქეთევან მამულაშვილის პლაკატების ჩამოხევა/გადაფარვასთან დაკავშირებით;
6.მარტვილის N65 საარჩევნო ოლქში ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენელ თათია ჯანჯღავას განცხადება ა(ა)იპ ‘’თავისუფალი პრესის’’ მიერ გამოცემულ გაზეთ ‘’მარტვილის’’ მე-11 გამოშვებასთან დაკაშირებით (განმცხადებელი გამომცემლობის დაფინანსების ერთ-ერთ წყაროდ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიუთითებს), რომელიც შეიცავს მარტვილის მუნიცალიტეტში ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ მერობის კანდიდატ მამუკა დანელიას ანტისაარჩევნო პროპაგანდას.
7.‘’საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ მიერ შემოტანილი განცხადება ‘’ქართული ოცნების’’ ადგილობრივი შტაბების მიერ დმანისის მოსახლეობისა და ასპინძის თვითმართველობის საჯარო მოხელეთა (ასევე, ა(ა)იპ-ების თანამშრომლების) მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტების თაობაზე;
8. 11 ოქტომბერს კომისიის ცხელ ხაზე ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრების - თინათინ ბოკუჩავასა და ნიკა ონიანის - მიერ მოწოდებული ინფორმაცია თბილისის საკრებულოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე მათი პარტიის წარმომადგენლების/აქტივისტების დაკავებასთან დაკავშირებით;
გარდა, კომისიის წევრების მიერ შემოტანილი განცხადებებისა, სხდომაზე ის შესაძლო დარღვევებიც განიხილეს, რომლებიც უწყებათაშორის კომისიას დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა განცხადებების სახით წარუდგინეს.
ნახვები 1 216