ცესკოს შუალედური ანგარიშის წარდგენა
2017 წლის 13 ოქტომბერს დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას მიერ არჩევნების შუალედური ანგარიშის წარდგენას ესწრებოდა. შუალედური ანგარიში დეტალურად ასახავს 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ გაწეულ საქმიანობას.
კონკრეტულად, კი მოიცავს ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, საარჩევნო პროცესის ორგანიზების, სამოქალაქო და ამომრჩეველთა საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის, საინფორმაციო/საიმიჯო კამპანიისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
ნახვები 1 267