შეხვედრა მონიტორინგის ჯგუფთან
დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი წარმოდგენილია მონიტორინგის ჯგუფში, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალის განთავსების წესების შესრულებას დააკვირდება. 2017 წლის 12 ოქტომბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ მონიტორინგის ჯგუფის შეხვედრაზე ცესკოს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, საკუთარი უფლებამოსილებების და მონიტორინგის განხორციელების პროცედურის შესახებ, ჯგუფის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
მონიტორინგის ჯგუფის წევრებს შესაძლებლობა აქვთ დააკვირდნენ, თუ როგორ ხორციელდება ხმის მიცემის უფლების მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ინფორმირება.
ნახვები 1 302