შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე
2017 წლის 12 ოქტომბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრებისა და ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრას ესწრებოდა „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“. ცესკოს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსმა სოფიო სიჭინავამ მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის ზრდისა და მათი ინფორმირებისთვის შესრულებული საქმიანობის შესახებ.
შეხვედრაზე განხილეს შემდეგი საკითხები: სად და რამდენი ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული საარჩევნო უბანია ქვეყნის მასშტაბით, საუბნო საარჩევნო კომისიის რამდენი წევრია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი, რა საინფორმაციო საგანმანათლებლო პროგრამები განახორციელა საარჩევნო ადმინისტრაციამ, როგორ განხორციელდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების კამპანია და სხვა.
ნახვები 1 086