ICDI - ის შეხვედრა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან
დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი, სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, შეხვდა ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და წარმომადგენლებს, რომლებმაც წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე პროცესებზე გაამახვილეს ყურადღება. კერძოდ, პარტიებმა ისაუბრეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,მეორე არხის“ დახურვის თაობაზე, ასევე, იმის შესსახებ, რომ ტელეკომპანია ,,მაესტროში“ პოლიტიკური გადაცემები არ არსებობს. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის პოლიტიკური დებატების კენჭისყრამდე 2 დღით ადრე დაგეგმვისა და შემოწირულობის პოლიტიკის განხილვას. შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა ორშაბათს, 16 ოქტომბერს 12 საათზე.
ICDI აცხადებს მზაობას, პოლიტიკურ პარტიებთან აქტიურ თანამშრომლობაზე.
#ჩემიხმადემოკრატიულარჩევნებს
ნახვები 1 037