პროექტის კვლევის პრეზენტაცია
დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის (ICDI) თავმჯდომარე მერი კაპანაძე და გამგეობის წევრი ტატო ირემაძე პროექტის ,,მოქალაქეები ღია და ეფექტური ადგილობრივი მმართველობისათვის“ ფარგლებში ჩატარებული კვლევის პრეზენტაციას დაესწრნენ.
კვლევა შეეხებოდა მუნიციპალური დანიშნულების ფინანსების მართვის სისტემის ეფექტურობის, გამჭირვალობისა და ინკლუზიურობის შესწავლას, მისი გაუმჯობესებისათვის ხელის შეწყობასრეკომენდაციების შემუშავებისა და ადვოკატირების გზით. კვლევაში განხილული იყო ცენტრალური და რეგიონული დონის კომპეტენციების, რეგულაციებისა და პრაქტიკის ანალიზი, ხოლო მუნიციპალურ დონეზე შესწავლილი იქნა: თვითმმართველობების ფინანსური უზრუნველყოფა, მუნიციპალური ფინანსების მიზნობრიობის განსაზღვრისა და მართვისას მათი დამოუკდებლობის ხარისხი, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება და მათი ჩართულობა საჯარო ფინანსების მართვისა და განკარგვის პროცესში.
კვლევა განხორციელდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.
ნახვები 1 309