ICDI კამპანია - „ევროპა სახლია“ -ს პრეზენტაციაზე
ICDI კამპანია - „ევროპა სახლია“ -ს პრეზენტაციაზე
9 ოქტომბერს დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრმა მოისმინა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ მიერ ორგანიზებული - უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგიონული საინფორმაციო კამპანიის - „ევროპა სახლია“-ს პრეზენტაცია. რეგიონული საინფორმაციო კამპანიის მიზანია, საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით კი მაღალმთიან, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე, კოფლიქტურ, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის უვიზო მიმოსვლის შესახებ ინფორმირება.
ნახვები 1 034