უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა
9 ოქტომბერს დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი დაესწრო უწყებათაშორისი კომისიის სხდომას. სხდომაზე განიხილეს:
1. ა(ა)იპ „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ მიერ წარმოდგენილი განცხადებები:
• 2 ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თბილისის მერიის შენობასთან გამართული აქციის დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით (სახელმწიფო ქონების დაზიანება);
• „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველოს“ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეუტატობის კანდიდატ თამთა შამათავას მიერ თბილისის N195 და N117 საჯარო სკოლების ტერიტორიაზე გამართულ წინასაარჩევნო აგიტაციასთან დაკავშირებით;
2. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ, შემოტანილი განცხადება 29 სექტემბერს „დინამო არენაზე“ გამართული ფეხბურთის საქველმოქმედო მატჩის შემდგომ უკრაინის მოქალაქე ანდრეი შევჩენკოს აგიტაციის წესების შესაძლო დარღვევის თაობაზე;
3. 4 ოქტომბერს კომისიის ცხელ ხაზზე „ერთანი ნაციონალური მოძრაობის“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ მარიკა დათუკიშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ვაჟა-ფშაველას გამზ. N78 ა-ში მდებარე მისი საარჩევნო შტაბის ფასადზე ე.წ „ტიტუშკები“ და ვაკის გამგეობის თანამშრომელი არ აძლევენ საარჩევნო ბანერის გაკვრის უფლებას;
4. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია:
• თბილისის ბაგა-ბაღების დირექტორების მიერ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერთა სიების შესაძლო შედგენისა და ბაღების სააგენტოსთვის გადაცემის თაობაზე;
• „ქართლი ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატ ბეგლარ სიორიძის (მოქმედი გამგებელი) მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების წინასაარჩევნო მიზნებისათვის გამოყენებასთან დაკავშირებით;
• სასწავლო პროცესის დროს სადახლოს პირველი, სადახლოს მეორე, თაზაკენდისა და მოლოაოღლის საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და მოსწავლეების „ქართული ოცნების“ საარჩევნო შეხვედრაზე დასწრებასთან დაკავშრებით;
• 3 ოქტომბერს ბოლნისში „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერ შხალი მაქსიმოვზე განხორცილებული შესაძლო თავდასხმის თაობაზე;
გამომდინარე ზემოთქმულიდან უწყებათაშორისი კომისია რეკომენდაციით მიმართავს:
საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების თანამშრომლებს: რესურსცენტრების ხელმძღვანელებმა, საჯარო სკოლებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების (ბაგა-ბაღების) თანამშრომლებმა სასწავლო პროცესის პოლიტიზების თავიდან აცილების მიზნით, სამუშაო დღის განმავლობაში, მათ შორის, შესვენებისას, ან სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას, თავი შეიკავონ პოლიტიკური აგიტაციისგან/კონტრაგიტაციისგან, მათ შორის, სოციალურ ქსელებში პირადი გვერდის გამოყენებით; ასევე, მათი აღსაზრდელების/მოსწავლეების წინასაარჩევნო პროცესებში ჩართვისაგან და მაქსიმალურად გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა საარჩევნო პოლიტიკური პროცესებისგან.
ნახვები 1 044
