ICDI - ის თავჯდომარის საარჩევნო ქვეჯგუფის კოორდინატორად არჩევა
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საარჩევნო ქვეჯგუფი შეიკრიბა, რომელშიც მონაწილეობდა ა(ა)იპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი". შეხვედრაზე განიხილეს სააჩევნო ქვეჯგუფის სამუშაო მეთოდები, პლატფორმის როლი ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში და ქვეჯგუფის კოორდინატორის არჩევის საკითხი.
საარჩევნო ქვეჯგუფის წევრები სამუშაო მეთოდების განსაზღვრისას შეთანხმდნენ აქტიურად გაცვალონ ხელთ არსებული ინფორმაციები, აგრეთვე, გამოკვეთონ დარღვევები, სასამართლო დავები და ის ლოკაციები, სადაც არჩევნების დღეს განახორციელებენ სადამკვირვებლო მისიას, იმისათვის, რომ არ მოხდეს ზონების გადაფარვა და ამასთანავე მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ოლქები მოიცვან. გარდა ამისა, ქვეჯგუფმა განსაზღვრა, რომ იმუშავებს საკანონდებლო გაუმჯობესების კუთხით და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს.
ქვეჯგუფი საქართველოში არსებულ საარჩევნო ინსტიტუტებთან, საერთაშორისო და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის წევრ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატების მეშვეობით ითანამშრომლებს.
აღსანიშნავია, რომ 6 ოქტომბერს საარჩევნო ქვეჯგუფის კოორდინატორად აირჩიეს ა(ა)იპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის" თავმჯდომარე მერი კაპანაძე.
ნახვები 1 054
