ICDI - ის საჯარო ანგარიშის წარდგენა
16 სექტემბერს დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი დაესწრო სსიპ-საარჩევნო სისტემების რეფორმების, განვითარებისა და სწავლების ცენტრის მიერ გამართულ ღონისძიებას, სადაც 2017 წლის 3 თებერვალს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციები წარადგენდნენ საჯარო ანგარიშს.
საგრანტო პროექტები, მიზნად ისახავდა, პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობას 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.
ICDI დადებითად შეაფასა საგრანტო პროექტების ფარგლებში განხორციელებული სწავლების პროცესში სწავლების ცენტრის უშუალო ჩართულობა, რომელმაც კონტრიბუციის სახით უზრუნველყო პარტიების წარმომადგენლების სწავლება.
ნახვები 1 008
