საინფორმაციო ტური იმერეთის რეგიონში » ICDI.GE

საინფორმაციო ტური იმერეთის რეგიონში

ავტორი icdi, 25-09-2017, 22:58 | კატეგორია სიახლეები / განცხადებები


ICDI-ის საინფორმაციო ტური იმერეთის რეგიონში ტყიბულში, ხარაგაულსა და ზესტაფონში ვიზიტით გაგრძელდა. ICDI-ის წარმომადგენლები ტყიბულში, ხარაგაულსა და ზესტაფონში იმყოფებიან, სადაც ისინი შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას.

ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2017 წლის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ინფორმირება და მათი საარჩევნო უფლებების გაცნობა.
შეხვედრებისას ორგანიზაციის წარმომადგენლება, შეკრებილ მოსახლეობას დეტალურად გააცნეს ამომრჩეველთა უფლებები, მიაწოდეს მათ ინფორმაცია 2017 წლის მოახლოვებული არჩევნების შესახებ და ასევე უპასუხეს დასმულ კითხვებს, შეხვედრებმა ჩაიარა ინტერაქციულ რეჟიმში.
შეხვედრების ბოლოს, ტრადიციულად დამსწრე აუდიტორიას ორგანიზაციისგან გადაეცათ: საინფორმაციო ბუკლეტები, სადაც ისინი გაეცნობიან არჩევნებზე დეტალურ ინფორმაციას, ბრენდირებული მაისურები და საკანცელარიო ნივთები, რომელიც სპეციალურად პროექტ „მე ვირჩევ“-ისთვის არის შექმნილი.



скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160