ICDI წინასაარჩევნო პროცესს აკვირდება » ICDI.GE

ICDI წინასაარჩევნო პროცესს აკვირდება

ავტორი icdi, 23-09-2017, 15:30 | კატეგორია სიახლეები / განცხადებები


2017 წლის 20-21 სექტემბერს „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ გრძელვადიანი დამკვირვებლები, წინასაარჩევნო პროცესების მიმდინარეობას 433 უბნიდან 41 უბანს დააკვირდნენ.

ნიშანდობლივია, რომ ა(ა)იპ“დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ ICDI 17 კვალიფიციური გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს არჩევნების სადამკვირვებლო მისიას: კახეთში, მცხეთა-მთიანეთში; თბილისის - მთაწმინდისა და კრწანისის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში. არასამთავრობო ორგანიზაციის გრძელვადიანი დამკვირვებლების მიერ, განხორციელებული მონიტორინგის და შემდგომში მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების, მოადგილეებისა და მდივნების არჩევის პროცესი წარიმართა ექსესების გარეშე, გამჭირვალე გარემოში, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი წესით.

ყურადსაღებია, სადამკვირვებლო მისიის განხორციელებისას გამოვლენილი შემდეგი ხარვეზები და გადაცდომები :

 7 უბანზე, N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის N3, N4, N11 და N13 უბნებზე, N9 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის N9 უბანზე, N28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისიის N4 უბანზე, N12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის N28 უბანზე, სხდომა დაიწყო დაგვიანებით (დაგვიანების საშუალო ინტერვალი - 1-2 საათის შუალედი).

 1 უბანზე „ICDI-ის დამკვირვებელმა მიიღო ინფორმაცია, რომ N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის N6 უბანი არ გაიხსნა. აღნიშნული ინფორმაცია დამკვირვებელმა გადაამოწმა ოლქის თავმჯდომარესთან, რომელმაც აღნიშნული ფაქტი დაუდასტურა; მიზეზი - კომისიის წევრთა არ გამოცხადება იყო, სულ გამოცხადდა 4 წევრი.“;

 4 უბანზე, კერძოდ, N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის N4, N3, N11 და N13 უბანებზე, დაფიქსრიდა შემთხვევა, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურაზე სახელდებოდა მხოლოდ ერთი კანდიდატურა და ყველა შემთხვევაში იღებდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საჭირო ხმების რაოდენობას. მაღალი კონკურენტური საარჩევნო გარემოსათვის სასურველი იქნებოდა, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე წარდგენილი ყოფილიყო ერთზე მეტი კანდიდატურა.

 1 უბანზე, კერძოდ, N1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის N11 უბანზე, საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც მპგ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წარდგენილი პირია, კომისიის თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის არჩევისას, თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან. სხდომის მიმდინარეობისას არ დაფიქსირებულა განსხვავებული აზრი, სხდომის დამთავრებისას, ზემოთ აღნიშნულმა პირმა თავმჯდომარეს წარუდგინა წინასწარ დაწერილი განსხვავებული აზრი, რომლის დართვასაც ითხოვდა ოქმისათვის.

 თითქმის ყველა უბანზე, ზოგადი შეფასებით დამკვირვებელთა მოწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე შეინიშნება გენდერული დისბალანსი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის, სადაც უმეტესად ჭარბობენ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები კომისიაში;

 1 უბანზე, N28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისიის N4 უბანზე, დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც პარტიის ორმა წარმომადგენელმა არ იცოდა თუ რომელი პოლიტიკური სუბიექტიდან იყო წარდგენილი საუბნო საარჩევნო კომისიაში;

 1 უბანზე, N17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის N3 უბანზე, მპგ ,,ერიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულმა წევრმა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის არჩევისას კენჭისყრაში მონწილეობა მიიღო, მათ საწინააღმდეგოდ მისცა ხმა, ხოლო განსხვავებული აზრი სხდომის მიმდინარეობისას არ გამოუთქვამს. თუმცა აღნიშნულმა პირმა სხდომის დასრულებისას, ოქმის შედგენის ეტაპზე, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს წინასწარ დაწერილი განსხვავებული აზრი წარუდგინა.

„დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ ICDI აქტიურად აგრძელებს სადამკვირვებლო მისიის განხორციელებას და შესაბამის ვადებში წარმოადგენს ინფორმაციას მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160