”ადამიანის უფლებათა ცენტრის” წლიური ანგარიშის პრეზენტაცია » ICDI.GE

”ადამიანის უფლებათა ცენტრის” წლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ავტორი admin, 30-01-2017, 18:19 | კატეგორია სიახლეები

დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის (ICDI) თავმჯდომარე მერი კაპანაძე და გამგეობის წევრი ტატო ირემაძე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრნენ. ანგარიში, რომლის პრეზენტაციაც 30 იანვარს გაიმართა, ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ იქნა მომზადებული.

ანგარიში წარმოადგენდა ადამიანის უფლებათა მდგომარეობას საქართველოში 2016 წელს. ანგარიში მოიცავდა ძირითად ტენდენციებს ადამიანის უფლებათა ისეთ სფეროებში, როგორიც არის: მსჯავრდებულთა მდგომარეობა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეები, პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება და გადაცდომები, მედიის თავისუფლების საკითხები, შშმ პირთა მდგომარეობა, უმცირესობების მდგომარეობა და ა.შ.

შეხვედრის დასასრულს, დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის გამგეობის წევრმა, ტატო ირემაძემ დადებითად შეაფასა ადამიანის უფლებათა წლიური ანგარიში და იმსჯელა დასაქმებულთა შრომით-სამართლებრივ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი სახელმწიფო დგას.

ადამიანის უფლებათა წლიურ ანგარიშს, ასევე დადებითად აფასებს ორგანიზაციის თავმჯდომარე მერი კაპანაძე, რომელიც შეხვედრაზე განათლების სისტემაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ დარღვევებსა და აღმოფხვრის საკითხებს შეეხო.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160