შეხვედრა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან » ICDI.GE

შეხვედრა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან

ავტორი icdi, 22-09-2017, 15:10 | კატეგორია სიახლეები



დღეს, დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე - მერი კაპანაძე, არასამთავრობო ორგანიზაციების „საზოგადოებრივი დამცველის“ თავმჯდომარე - ირინა ფუტკარაძე და საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგებელი - ირმა ბასილაშვილი ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს კორინ იონკერს შეხვდნენ. 

ორგანიზაციის ცნობით, შეხვედრას, ასევე, ეუთო-ს აანალიტიკოსი პოლიტიკურ საკითხებში დიმაშ ალჯანოვი და ანალიტიკოსი საარჩევნო საკითხებში მაშა იანუშევიცი ესწრებოდა. 
შეხვედრისას არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელს სრული ინფორმაცია მიაწოდეს არსებული საარჩევნო გარემოს და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმდინარე აქტივობების შესახებ, კერძოდ, ისაუბრეს სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლზე, გამოცდილებაზე, წინასასაარჩევნო მონიტორინგის პროცესებსა და არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე. 
მხარეებმა წინასაარჩევნო გარემოს შესახებ გაცვალეს ფაქტობრივი ინფორმაცია, რომელიც გრძელვადიანი მონიტორინგის შედეგებზეა დაფუძნებული. საუბარი შეეხო ეთნიკური უმცირესობებისა და კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების საარჩევნო პროცესებში ჩართულობის საკითხებს, რასაც მოიცავს არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტები და აქტივობები. 
ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ანალიტიკოსები დაინტერესდნენ კონკრეტული საკითხებით, კერძოდ, როგორც პოლიტიკური ასევე, საარჩევნო მიმართულებით, არასამთვარობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მისიის წარმომადგენლებს მიაწოდეს მათ ხელთ არსებული ინფორმაციები. ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრის დასასრულს მისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დაინტერესების შემთხვევაში ექნებათ აღნიშნულ ორგანიზაციებთან კოორდინაცია და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გააგრძელებენ კოორდინაციას, როგორც არჩევნების დღეს, ისე შემდეგ პერიოდში. შეხვედრა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ოფისში გაიმართა.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160