ცესკომ სხდომაზე ICDI-ის მიერ წარდგენილი წინადადება განიხილა

19 სექტემბრეს ცესკომ სხდომაზე განიხილა ICDI-ის მიერ წარდგენილი წინადადება, რომელიც პარტიული სიის კანონით დადგენილ მინიმალურ ზღვარზე ჩამოცდენისა და რეგისტრაციის მოხსნის კონკრეტული გარემოებების განსაზღვრის საკითხს ეხებოდა. საარჩევნო კოდექსის მოქმედი
რეგულაციების თანახმად, პარტიული სიების რეგისტრაციის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს კვლავ წარმოადგენს ის გარემოება, როდესაც პარტიული სია ჩამოსცდება კანონით დადგენილ მინიმალურ ოდენობას, თუმცა კოდექსი კვლავ არ განსაზღვრავს იმ კონკრეტულ და წინასწარ განჭვრეტად გარემოებებს, რომელთა დადგომის შემთხვევაშიც იქნებოდა შესაძლებელი სიის გაუქმება, ამ სიის კანონით დადგენილი ოდენობების ჩამოცდენისას.
ცესკომ გაითვალისწინა ICDI-ის წინადადება და მიიღო დადგენილება, რომლითაც განსაზღვრა ის გარემოებები, რომელთა დადგომის შემთხვევაში პარტიული სიის კანონით დადგენილი მინიმუმის ჩამოცდენისას პარტიული სიის რეგისტრაცია გაუქმდება.
ნახვები 1 033