ICDI-ის საინფორმაციო ტური იმერეთის რეგიონში გრძელდება

ICDI-ის საინფორმაციო ტური იმერეთის რეგიონში გრძელდება, ამჯერად, ICDI-ის წარმომადგენლები თერჯოლაში იმყოფებიან, სადაც ისინი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრა, შთამბეჭდავი და საინტერესო აღმოჩნა ადგილობრივებისთვის.
ვიზიტის მიზანი, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2017 წლის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ინფორმირება და მათი საარჩევნო უფლებების გაცნობა იყო.
შეხვედრების ორგანიზება მნიშვნელოვანია, რადგან ყველა ამომრჩეველი ერთნაირად არ არის ჩართული სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
დღევანდელ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციის „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ წარმომადგენლებმა, შეხვედრაზე შეკრებილ მოსახლეობას გააცნეს ამომრჩეველთა უფლებები, შეკრებილებს ICDI-ის წარმომადგენლებმა საინფორმაციო ბუკლეტები და საპრეზენტაციო მასალები გადასცა.
#მევირჩევ!
#შენიხმარეგიონისგანვითარებისათვის
#ICDIelection2017ეს.
ნახვები 1 018