ICDI-ის მიერ წარდგენლი წინადადება ცესკომ სხდომაზე განიხილა » ICDI.GE

ICDI-ის მიერ წარდგენლი წინადადება ცესკომ სხდომაზე განიხილა

ავტორი icdi, 14-09-2017, 14:25 | კატეგორია სიახლეები

14 სექტემბერს დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის მიერ წარდგენლი წინადადება ცესკომ სხდომაზე განიხილა. ICDI-ის წინადადება ეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის დღეს წილისყრით თანაბარ პირობებში გადასატანი ყუთის წამღები პირების გამოვლენას.
ცესკომ იმსჯელა და დაადგინა:
1.თუ საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩატარებული წილისყრის შედეგად გამოვლინდა, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრები ერთ საარჩევნო სუბიექტში შემავალი პარტიების მიერ არიან დანიშნული, ასეთ შემთხვევაში ამ ფუნქციის შესრულება დაეკისრება აღნიშნულ კომისიის წევრთაგან ერთ-ერთს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხოლო გადასატანი ყუთის წამღები კომისიის მეორე წევრის გამოსავლენად გაიმართება ხელახალი წილისყრა, ზემოაღნიშნული კომისიის წევრების მონაწილეობის გარეშე. 
2. წევრებს შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში, გადასატანი ყუთის წამღები კომისიის 2 წევრის გამოსავლენად ასევე, გაიმართება ხელახალი წილისყრა აღნიშნული წევრების მონაწილეობის გარეშე. ამასთან, შეუთანხმებლობა წარმოადგენს კომისიის წევრების უარს მათთვის მინიჭებული ფუნქციების შესრულებაზე და საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის დ1 ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიის წევრები კარგავენ სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ჩასატარებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის უფლებას.
მისასალმებელია, ცესკოს მხრიდან შემზღუდავი რეგულაციების მიღება წილისყრის პროცედურის თანაბარ პირობებში ჩასატარებლად. მადლობას გამოვთქვამთ ცესკოს მისამართით, რადგან გაითვალისწინა ICDI-ის მიერ წარდგენილი ინიციატივა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160