საინფორმაციო კამპანია იმერეთის რეგიონში » ICDI.GE

საინფორმაციო კამპანია იმერეთის რეგიონში

ავტორი icdi, 13-09-2017, 13:08 | კატეგორია სიახლეები


ICDI-ის საინფორმაციო ტური იმერეთის რეგიონში საჩხერის რაიონით დაიწყო; სადაც, დემოკრატიულ ინიციატივათა საერთასორისო ცენტრის წარმომდგენლები საჩხერის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრა, შთამბეჭდავი და საინტერესო აღმოჩნა ადგილობრივებისთვის. 
ვიზიტის მიზანი, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2017 წლის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ინფორმირება და მათი საარჩევნო უფლებების გაცნობა იყო.
არჩევნები დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტური მახასიათებელია. არჩევნების დემოკრატიულად წარმართვის მიზნით: კენჭისყრის პროცედურების, ამომრჩევლის სამოქალაქო უფლებებისა და არჩევნების მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება კამპანია „მე ვირჩევ“ პროექტის ფარგლებში ICDI-იმ ითავა. შეხვედრების ორგანიზება მნიშვნელოვანია, რადგან ყველა ამომრჩეველი ერთნაირად არ არის ჩართული სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში. 
დღევანდელ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციის „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ წარმომადგენლებმა, შეხვედრაზე შეკრებილ მოსახლეობას გააცნეს ამომრჩეველთა უფლებები, შეკრებილებს ICDI-ის წარმომადგენლებმა საინფორმაციო ბუკლეტები და საპრეზენტაციო მასალები გადასცეს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160