დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა ცესკოს წინადადებით მიმართა » ICDI.GE

დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა ცესკოს წინადადებით მიმართა

ავტორი icdi, 12-09-2017, 12:40 | კატეგორია სიახლეები

დღეს, ICDI-იმ ცესკოს ინიციტივით მიმართა, გადასატანი ყუთის წამღები კომისიის ორი წევრის წილისყრით გამოვლენის პროცედურასთან დაკავშირებით, რათა აღნიშნულ პროცესში საარჩევნო სუბიექტებმა ისარგებლონ თანაბარი პირობებით.



„მივესალმებით რა, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ (შემდგომში -კოდექსი/კანონი) განხორციელებულ ცვლილებას და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების წილისყრებში მონაწილეობის თანაბარ მიდგომებს საკანონმდებლო რეგულაციების შემოღებისას. გვსურს, თქვენი ყურადღება გავამახვილოთ შემდეგ გარემოებაზე : როგორც მოგეხსენებათ, კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოავლენს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის 2 წევრს. აღნიშნული ნორმა ძველი რედაქციისგან განსხვავებით, სუბიექტთა წრეს, რომელსაც შეიძლება დაეკისროს გადასატანი საარჩევნო ყუთის წაღების ფუნქცია, გაზრდილია. რაც დადებით შეფასებას იმსახურებს, თუმცა, გაუგებარია კოდექსიდან იმ ჩანაწესის ამოღება, რომლის მიხედვითაც გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრები არ უნდა იყვნენ ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი საარჩევნო კომისიის წევრები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დღევანდელი რედაქციით ნორმა ტოვებს საშიშროებას, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის წაღების ფუნქცია შეიძლება დაეკისროს ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ საარჩევნო კომისიის 2 წევრს. სასურველია, ზემოთ აღნიშნულ ნორმასთან მიმართებით დაწესდეს ისეთივე შემზღუდავი რეგულაცია როგორც კოდექსის 61-ე მუხლის მე-5 პუნქტითაა განსაზღვრული. კერძოდ, საჩივრების ჩაბარების პროცესში საარჩევნო უბანში წილისყრით უნდა გამოვლინდეს საარჩევნო სუბიექტის არაუმეტეს 2 წარმომადგენელი, რომელიც უნდა დააკვირდეს კომისიის მდივნის მიერ საჩივრების რეგისტრაციის პროცესს.

ამავე ნორმით კანონი ადგენს, რომ კომისიის მდივანი და წილისყრით გამოვლენილი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები არ უნდა იყვნენ ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი პირები.

ამ ეტაპზე ჩვენი მიმართვა უკვე ჩავაბარეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის კანცელარიას და ვფიქრობთ, რომ მალევე მივიღებთ ინფორმაციას შემდგომი რეაგირების შესახებ. რადგან საკითხი კოდექსით განუსაზღვრელია და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებით დარეგულირებას საჭიროებს.



скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160