ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლები ინფორმაციას მიიღებენ ჟესტურ ენაზე
დღეს დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის (ICDI) გამგეობის წევრი - დავით მსახურაძე დაესწრო ცესკოში შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ახალი სერვისის პრეზენტაციას. ახალი სერვისი წარმოადგენს - ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის მიერ ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებისათვის ინფორმაციის მიწოდებას ვიდეოზარისა და ჟესტური ენის მეშვეობით.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია, რის შემდეგაც ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს ვიდეო ზარის საშუალებით საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით ინფორმაციის ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორებისგან მიღება შეეძლებათ. მათ, ასევე საშუალება ექნებათ გადაამოწმონ პირადი მონაცემები და მისამართი ამომრჩეველთა ერთიან სიაში.
ნახვები 1 197
