ICDI უწყებათაშორისო კომისიის საქმიანობაში ჩაერთო » ICDI.GE

ICDI უწყებათაშორისო კომისიის საქმიანობაში ჩაერთო

ავტორი icdi, 30-08-2017, 20:24 | კატეგორია სიახლეები / განცხადებები


ICDI თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისო კომისიის (შემდგომში - კომისია) საქმიანობაში ჩაერთო.


29 აგვისტოს ICDI გამგემობის თავმჯდომარე კომისიის მეოთხე სხდომას დაესწრო.


სამუშაო პროცესში მონაწილეობენ კომისიის წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, ფინანსთა, თავდაცვის, რეგიონული განვითარების, ინფრასტრუქტურის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, განათლების, ასევე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები; აგრეთვე, აქტიურად თანამშრომლობენ მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსები.  სამუშაო პროცესში ერთვებიან, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.


თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს.


კომისიაზე წევრებმა, დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებთან ერთად, მოისმინეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ანგარიში, რომელიც პროექტის - „საარჩევნო სიების სრულყოფა 3“ - ფარგლებში გაწეულ საქმიანობას ეხებოდა.


პროექტი 2017 წლის ადგილობრივი არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიების სრულყოფის მიზნით, 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყო. ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შედეგად დღეისათვის სააგენტოს აქვს 2.700.000 მოქალაქის ბიომეტრიული მონაცემი. შესაბამისად, საარჩევნო სიაში 2.700.000 მოქალაქის დაზუსტებული მონაცემია.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160