ICDI ურთიერთთანამშრომლობის მემორადუმის ხელმომწერია » ICDI.GE

ICDI ურთიერთთანამშრომლობის მემორადუმის ხელმომწერია

ავტორი icdi, 29-08-2017, 15:00 | კატეგორია სიახლეები / განცხადებები


დღეს, ICDI ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმომწერი ორგანიზაცია გახდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასა და ათ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის გაფორმდა.

დოკუმენტის ხელმომწერი მხარეები საქართველოს ორგანული კანონის ,,საარჩევნო კოდექსის“ 45-ე, 48-ე, 49-ე მუხლების ერთგვაროვან განმარტებაზე თანხმდებიან. მემორანდუმზე ხელმოწერით მხარეები ადასტურებენ, რომ წინასაარჩევნო აგიტაციასთან მიმართებაში, ასევე,, ადმინისტრაციული და სასამართლო საქმის წარმოების დროს მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საარჩევნო ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრების საფუძველზე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით შემუშავდა.

მემორანდუმს ხელს აწერენ:
ცენტრალური საარჩევნო კომისია;
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია;
არასამთავრობო ორგანიზაციები:
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო;
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
სამართლიანი არჩევნებისადა დემოკრატიის საერთაშორისოსაზოგადოება;
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო;
დემოკრატიისა და განვითარების ცენტრი;
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი;
საზოგადოებრივი დამცველი;
სამოქალაქო საზოგადოები და დემოკრატიის განვითარების ცენტრი;
დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი;
ინსტიტუციური განვითარების და მონიტორინგის ცენტრი.
პოლიტიკური პარტია, რომელიც დღეს შემოუერთდა მემორანდუმს:
„საქართველოს რესპუბლიკური პარტია“.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160