2017 წლის არჩევნებისათვის ვაკანსია დამკვირვებლის პოზიციაზე » ICDI.GE

2017 წლის არჩევნებისათვის ვაკანსია დამკვირვებლის პოზიციაზე

ავტორი icdi, 27-08-2017, 00:01 | კატეგორია სიახლეები / განცხადებები


ა(ა)იპ დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი (ICDI) აცხადებს კონკურსს დამკვირვებლების პოზიციაზე 2017 წლის 21 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისათვის.
ICDI არჩევნებს დააკვირდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
აღწერილობა
➢ დამკვირვებლის სამუშაო დღე - არჩევნების დღე.
➢ შერჩეულ დამკვირვებლებს ჩაუტარდებათ ტრენინგები დამკვირვებელთა უფლება-მოვალეობების, ქცევის წესებისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ
➢ დამკვირვებლებს გადაეცემათ ტრენინგებისა გავლისა და სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობის სერტიფიკატები
➢ საარჩევნო საოლქო და საუბნო კომისიებში დამკვირვებელთა გადანაწილებისას გათვალისწინებული იქნება მათი ინტერესებიც
➢ დამკვირვებლის საქმიანობა ატარებს მოხალისეობრივ ხასიათს
➢ დამკვირვებლები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტირების, კვებისა და საკომუნიკაციო ხარჯებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
დამკვირვებელი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელი შეიძლება იყოს:
➢ საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან
➢ მოტივირებული, პასუხისმგებლობით სავსე, დეტალებზე ორიენტირებული და კომუნიკაბელური
დამკვირვებელი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელი არ უნდა იყოს:
➢ რომელიმე პარტიის წევრი ან აქტივისტი
➢ საქართველოს ორგანულო კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 39-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირი.
დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ:
➢ ელექტრონული განაცხადი შემდეგ ბმულზე:
https://docs.google.com/…/1FAIpQLScRzKPMkknwD32vva…/viewform

ან
➢ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@icdi.ge

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.
განაცხადის/CV გამოგზავნის ბოლო ვადაა 25 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
Tel: 2 148 160; 599 651 017;
E-mail: info@icdi.ge;

#ICDI

#არჩევნები2017
#ElectionObservationMission
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160