ცესკომ ICDI-ს ნდობა უმოკლეს ვადაში გამოუცხადა
მოხარულები ვართ, რომ დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი - ICDI ცესკომ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციად უმოკლეს ვადებში დაარეგისტრირა. ცესკოს სწრაფი გადაწყვეტილებით ICDI-ის მიეცა შესაძლებლობა შეუზღუდავად დააკვირდეს საარჩევნო პროცესს.
დღეს დავესწარით ცესკოს კომისიის სხდომას, კომისიამ განიხილა და დაადგინა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო დოკუმენტები, რომლებიც ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ოფიაციალურ ვებ-გვერდზე.
კომისიამ ასევე იმსჯელა, საარჩევნო საუბნო კომისიის წევრთა ხელფასების, საარჩევნო კამპანიის ლოგოსა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების სადამკვირვებლო ორგანიზაციებად რეგისტრაციის თაობაზე.
73 საარჩევნო ოლქში დღეს კომისიის მიერ შეირჩა დროებითი - მეექვსე წევრები. კონკურსში 73 ვაკანტურ ადგილზე მონაწილეობა მიიღო 134-მა კანდიდატმა. ICDI წარმომადგენლობა აკვირდებოდა მეექვსე წევრების არჩევის პროცედურას.
აღვნიშნავთ, რომ შერჩევა ელექტრონულად, ღიად და გამჭირვალედ მიმდინარეობდა.
ნახვები 1 194
