გენდერული ქვეჯგუფის შეხვედრა
2017 წლის 18 აგვისტოს დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის (ICDI) გამგეობის თავმჯდომარე - მერი კაპანაძე დაესწრო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის გენდერული ქვეჯგუფის შეხვედრას.
გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრაზე განისაზღვრა მუშაობის სტრატეგია და სამომავლო აქტივობები, რომელსაც მხარს უჭერს დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი, რათა თავიდან იქნეს არიდებული გენდერული პოლიტიკის თაობაზე არასწორი ინფორმაცია და მცდარი წარმოდგენები.
ნახვები 1 155
