შეხვედრა სახელმწიფოს გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელთან
7 აგვისტოს დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე - მერი კაპანაძე, დაესწრო გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ არასამთავრობო სექტორთან გამართულ შეხვედრას.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის საკითხებისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინადადების - პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებისა და გამჭვირვალობის მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის შექმნის შესახებ ინიციატივის გაცნობა.
აღნიშნულ შეხვედრაზე აუდიტის სამსახურის რეგულაციებში ცვლილებების პროექტი - შემოწირულებების მიმდინარე მონიტორინგის შესახებ იქნა განხილული.
სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური გამოთქვამს სურვილს ითანამშრომლოს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც საარჩევნო თემატიკით არის დაინტერესებული და ამასთან აქვს საარჩევნო კამპანიის მონიტორინგის საკითხებში გამოცდილება.
ნახვები 1 153