საქართველოს ეროვნული პლატფორმის პირველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული პლატფორმის პირველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც 2017 წლის 20 ივლისს გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები: აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმე; თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის მუსტაფა ემრე ჩაბუკის თურქეთში ექსტრადაციის საკითხი; თვითმმართველი ქალაქების გაუქმების საკითხი; საარჩევნო სისტემა კონსტიტუციის პროექტში და სხვა.
შევხედრაზე განხილულ საკითხებზე მსჯელობის შემდგომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრმა, შეიმუშავეს ერთობლივი განცხადებები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფან მუხთარლის საქმესთან და 7 თვითმმართველი ქალაქისათვის სტატუსის გაუქმების თაობაზე, რომლებიც შემდგომ გავრცელდა.
დამატებით შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ოქმის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:
http://eap-csf.ge/images/doc/politics/mintues%20of%20wg1%2020_07_20177.pdf
ნახვები 1 184
